ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე წერს, რომ კოვიდპანდემიისას საქართველოში გარდაცვლილთა სტატისტიკა თანდათან უბრალო რიცხვებად იქცა.
„ამჩნევთ, ხო?
ადამიანები გადაიქცნენ რიცხვებად. 54, 44, 38.
შევეჩვიეთ, რომ ორ ათეულს თუ არ გადასცდა, ესე იგი კარგია.
ეს ინფექცია ადამიანებს ისე ალაგებს შავ ჩიხოლებში, როგორც თევზებს ჩააწყობენ ხოლმე კონსერვის ქილაში – მწყობრად, წესების დაცვით, რაოდენობრივი გადაცდომების გარეშე.
ვისაც ჰგონია, რომ მომდევნო დღეებში ნაკლები იქნება, ვულოცავ ვარდისფერ სათვალეს.
არ იქნება უკეთესად საქმე. ეს ყველაფერი მათემატიკის წესებს ემორჩილება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვაქცინაცია ხალხს ეშმაკის დამღა ჰგონია“, - წერს გორგილაძე.