სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაია მუშკუდიანმა, რომელსაც ივლისში კიბო დაუდგინდა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ამბობს, რომ დაავადება დროულად აღმოაჩინა.
„პატარაობისას ჩუმად, რაცხა მავნებლობის ჩადენას რომ გადავწყვეტდი, დედაჩემი ლიანა ინტუიციით ხვდებოდა.
მომეპარებოდა, ერთი მაგრად ჩამაფარებდა სიფათში და გამარჯვებული გურულის ფალტეცით დაჰკივლებდა:
-აიტ, შე სასიკვდილე, ხომ წაგასწარიო და ძირშივე იყო აღკვეთილი დანაშაული! ხომ და, დაახლოებით ეგ გრძნობა მაქვს ახლა, ზუსტად სამი თვის თავზე, მკურნალობის ძირითადი ეტაპის დასრულებისას.
ვიცი, წინასწარ რაიმეს თქმა არ ვარგა მაგრამ, ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია:
- აი,ხომ წაგასწარი შე უდღეურო! ჯერ სად ხარ! ცოტაც და მალე მოგიღებ ბოლოს! აგერ მე და აგერ გერმანია", - წერს მაია მუშკუდიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „შეხვედრა ჯგუფელ გოგონებთან, 19 წლის შემდეგ" - ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს დემნა გვასალია
🔵VIDEO: „მადლობა პრეზიდენტს" - ნახეთ, რატომ უხდის მადლობას კულუმბეგოვი სალომე ზურაბიშვილს