„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დათო კაკულია ბავშვებში კოვიდინფიცირების ფაქტებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ ფოტოებს აქვეყნებს.
მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სრული ჯოჯოხეთი ხდება.
„კოვიდი არის ჯოჯოხეთი, აიცერით! არავის ვურჩევ იმის ნახვას, რაც დღეს ვიხილე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ამ ბავშვების მშობლები მათ შორის ორსულობის დროს რომ აცრილიყვნენ, ეს პატარები აქ არ მოხვდებოდნენ,“- წერს დათო კაკულია და ფოტოებს აქვეყნებს.