Digest Logo

ამ როიალის პედალმა ახალგაზრდობას თავზე დააქაქა და თვალში შეაფურთხა - სულაშვილი

1607885148
ბოლქვაძე სულაშვილი

საფრანგეთში გენერალური ასამბლეას (AFG) აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი დეპუტატ ელისო ბოლქვაძის მიერ „მთავრ არხთან “გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ელისო ბოლქვაძემ საქართველოს ახალგაზრდობას შეურცხყოფა მიაყენა:

„როგორ არ მიყვარს ქალების კრიტიკა, მაგრამ ამ როიალის პედალმა მთელ ახალგაზრდობას თავზე რომ დააქაქა და ჩემს მოგვარეს და ნათესავს გამოთხრილ თვალში შეაფურთხა, თავს ვალდებულად ვთვლი მოვიკითხო მისი კეთილის მსურველები პარიზიდან!“ - წერს ნუგზარ სულაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში „პოსტ ფაქტუმ“ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით, უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებას მიაღწიო.

„თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში... მოხდა შეტაკება, არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ჯიკაობას... ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით, უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებას მიაღწიოს... მე გეუბნებით, ვიცი, რომ ახალგაზდები არ უნდა იდგნენ ამ დროს, ასეთი შესვლის და თავდასხმის... გეუბნებით, პარიზიდან ვუყურებდი, როგორ შევარდა... აბა რატომ დადგა პოლიცია? მიმართულება არ იყო იმისთვის, რომ შევარდნილიყო პარლამენტში და აეღო? ჩემი თვალით ვნახე“, - განუცხადა ბოლქვაძემ „მთავარ არხს“.