ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე 13 წლის მოზარდის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილის შინაარსის მიხედვით, ექიმს მოზარდი გამონაკლისის დაშვებას სთხოვს. 13 წლის მოზარდს ვაქცინაცია უნდა, რადგან სურს ინსულტგადატანილი დედა კორონავირუსისგან მაქსიმალურად დაიცვას.
„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ. ( 13 წლის მოზარდი )
გამარჯობათ ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებასა და მოსახლეობის დარეგისტრირებაში.
დედა მყავს ინსულტგადატანილი, სინოფარმის 1 დოზით ვაქცინირებულიც, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ ფაიზერით ვაქცინირებული მოზარდივით, მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის,... თქვენი დიდი იმედი მაქვს, პატივისცემით, მადლობა“, - წერს თემურ მიქელაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სამწუხარო ინფორმაციით გიბრუნდებით - რა სჭირს დ.ჯ. დინჯის
თვის ბოლომდე წვიმები გაგრძელდება