Digest Logo

„ამბავი უნდა გიამბოთ დაუჯერებელი, „ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და „სუფთა“ საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ“ - ჟურნალისტი

1626509721
დავით ნიკურაძე

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დე­დას, რო­მე­ლიც "ფა­ი­ზე­რით" ორ­ჯერ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოში კო­ვი­დი შეც­დო­მით და­უდ­გი­ნეს.

ჟურნალისტი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რა გზის გავლა მოუწიათ.

„აბა, ახლა კარგად მომისმინეთ, ამბავი უნდა გიამბოთ დაუჯერებელი და გაუგონარი, „კოვიდისა". საქმე ჩემს მშობელ დედა ლალის ეხება. აქვე ვიტყვი, რომ არის პფაიზერით სრულად ვაქცინირებული. ამერიკაში იყო 2 კვირით წასული. წასვლამდე გაიკეთა PCR ტესტი, უკან დაბრუნებისას გაიკეთა PCR ტესტი და ჩამოვიდა მშობლიურ საქართველოში.

ჩამოსვლიდან მეორე დღეს, დაეწყო თირკმელში კენჭის გავლა და ჯოჯოხეთური ტკივილებით, დაზღვევის სასწრაფომ ბოხუას კლინიკაში გადაიყვანა. შესვლამდე გაუკეთეს სწრაფი ტესტი. აი, ის, აფთიაქებში რომ იყიდება და უამრავი ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი პასუხი აქვს. 15 წუთში გამოვიდა ექიმი და გვითხრა, რომ დედაჩემს კოვიდი აქვს, „სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ და უნდა გადავიყვანოთ კოვიდიანების განყოფილებაში.

ახსნამ, რომ ქალს არანაირი სიმპტომი არ აქვს, პფაიზერის ორივე დოზით აცრილია, პისიარი ახალი გაკეთებული აქვს, ამერიკაშიც კოვიდიანთან კონტაქტი არ ჰქონია, არ გაჭრა. გვაწვებოდნენ, გადავსულიყავით კოვიდ განყოფილებაში. თან დედაჩემის მონაცემები სასწრაფოდ ატვირთეს კოვიდიანების ბაზაში, პორტალზე, როგორც ინფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კოვიდ განყოფილების გარდა, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ მიგიღებს, რაც არ უნდა გჭირდეს.

დედა არ დათანხმდა კოვიდ განყოფილებაში გადასვლას და მტანჯველი ტკივილებით დაბრუნდა სახლში. მთელი ღამე ჰქონდა უმძიმესი შეტევა. ვინც იცის, რა სიმწარეა კენჭის გავლა, დამეთანხმება. ყველაფერთან ერთად ჩაიკეტა ოთახში, აღარ ეკარებოდა არაფერს, რადგან მაინც ვუშვებდით შანსს, რომ დაემართა ე.წ. ბრეიქსრუ ინფექცია და პფაიზერით აცრილიც დაავადდა.

მეორე დღეს გამოვიძახეთ სახლში ლაბორატორია, PCR ტესტის გასაკეთებლად. გავიტესტეთ მთელი ოჯახი. საღამომდე მაინც არ ვეკარებოდით ერთმანეთს, რადგან გვეგონა, რომ შესაძლოა დედას კოვიდი აქვს და ასევე ჩვენც ინფიცირებულები ვართ, როგორც მისი კონტაქტები.

გვიან საღამოს ლაბორატორიიდან პასუხები მოვიდა და კოვიდი არავის არ დაგვიდასტურდა.

არ ვჩივით ნერვიულობას, არ ვჩივით ტკივილში გათენებულ ღამეს და ყოველ საათში გაკეთებულ გამაყუჩებელს. მიზანი დაგვრჩა ის, რომ ჩამოგვეხსნა კოვიდ პორტალიდან, რადგან ჰქონოდა საშუალება საავადმყოფოში მისულიყო და ამბულატორიულად მკურნალობა გაეგრძელებინა.

აბა რა ხდება? თურმე კოვიდ პორტალზე ერთხელ თუ აგტვირთეს, არავინ აღარ ჩამოგხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებული არ ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ბაზაში მეორე, ახალი უარყოფითი პისიარ ტესტიც ატვირთულია, რომელიც განსხვავებით სწრაფი ტესტისგან ოქროს სტანდარტია, პორტალზე მაინც დაგტოვებენ.

ვრეკავთ 112-ზე, ვრეკავთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, გვამისამართებენ ბოხუაში, ბოხუა გვამისამართებს დაავადების კონტროლის ცენტრში, ცენტრი გვამისამართებს ისევ ბოხუასთან და ასე ვტრიალებთ წრეზე.

ახლა რამდენიმე შეკითხვა მაქვს:

1. იმ ღამეს, ტკივილებით შეწუხებული დედაჩემი რომ გადასულიყო კოვიდ განყოფილებაში და ვირუსით დაინფიცირებულიყო, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი?

2. რატომ არ ჰქონდა აღმატებული ძალა ოქროს სტანდარტის პისიარ ტესტს და რატომ არ აბათილებდა ის ავტომატურად, 7 ლარიანი სწრაფი ტესტის არასწორ პასუხს? პისიარიც ხომ იმავე სისტემაში აიტვირთა?

3. რომ გამოხვალთ და მოჰყვებით სტატისტიკას, რომ თურმე პფაიზერით აცრილებიც დაინფიცირდნენ, სიმართლე იქნება?

შვილები კი არა... დედები გახიზნეთ ჯერ!
პს
წეღან კიდევ დაურეკეს დედაჩემს ეპიდემიოლოგიური სამსახურიდან და მოიკითხეს, როგორც „კოვიდიანი". ლაპარაკით და ახსნით დაიღალა ქალი და პირდაპირ ჩემ სტატუსზე ამისამართებს უკვე“- წერს ჟურნალისტი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„თურმე უშვილობას იწვევს და ღვიძლს შლის... ამოვიდა ყელში"- ზაზა თელია

„დედის ხმა არ ამომდის ყურებიდან …. რომ შევედი ამომხედა და „რას მეტყვი რას?“ - ეკა ბესელია

VIDEO: „ძირს კორონა, ძირს რეგულაციები"- რა ვიდეოს ავრცელებს ლელა წურწუმია