Digest Logo

„არავინ არაა ასეთი პატიოსანი ქართულ პოლიტიკაში“ - ჩერგოლეიშვილი ბოკერიაზე

1618905152
ჩერგოლეიშვილი

დღეს, 20 აპრილს პოლიტიკოს, გიგა ბოკერიას დაბადების დღე აქვს. მისი მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გიგა ყველაზე პატიოსანი პოლიტიკოსია.

„ყველა ფიქრობს, რომ გიგა ჭკუით გამოირჩევა.

სინამდვილეში, Integrity, პატიოსნება არის ის, რაც ამ პოლიტიკოსს განსაკუთრებულად აქცევს.

არავინ არაა ასეთი პატიოსანი ქართულ პოლიტიკაში.

დაბადების დღეს ვულოცავ და ზუსტად ვიცი, რომ მის გვერდით ვიქნები იმ დღეს, როცა ქართველი ხალხის ისტორიული მისია ასრულდება და თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი, თანასწორი წევრები გავხდებით“,- წერს ჩერგოლეიშვილი.