„მთავარი არხის" ჟურნალისტმა, თათა ჩიკვილაძემ ტელევიზია დატოვა.ა მის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ამბობს, რომ მის ადგილს ნინო სამყურაშვილი დაიკავებს.
„ძალიან ცოტამ იცის ჯერ და სანამ მავანს უშნო კუდები მოუბავს, ჩემი ახალი გადაწყვეტილების შესახებ აქ დავწერ -
ახალი სეზონიდან „დღის სტუმარში” აღარ ვიქნები. დროებით საერთოდ აღარ ვიქნები ტელევიზიაში. ცოტა ხნით მაინც. მეც რიგითი მაყურებელი ვიქნები, რაც ამ შავ ყუთში ყოფნის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო მგონია რომ იქნება . მადლობელი ვარ „მთავარის”, ნიკასი, რომელიც თავის დროზე ასე მენდო და რომელმაც ახლა გაიგო და მიიღო ჩემი გადაწყვეტილება... გუნდის - კახი, თათო, ზუზუ, რეზო, ილია... ძალიან გამორჩეულად - გულშემატკივრების, უცხო ადამიანების, რომლებიც დაუზარელად ყოველ დღე მწერდნენ თავის ნაფიქრალს.
უამრავი რამ ვისწავლე, ძალიან საინტერესო პროცესია, მოსანატრებელიც ეჭვი მაქვს, მაგრამ რადგან რაღაცის დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს, მე კი მჯერა, რომ რაც ხდება უკეთესობისთვის - წინ ახალი გამოწვევებით . ნახავდით, მაგრამ მეც მინდა უკეთილშობილეს Nino Gipa Samkurashvili-ს უმაგრესი ეთერები ვუსურვო, უერთგულეს და უმებრძოლეს Tea-Natia-სთან ერთად. ყველას ერთად კი საინტერესო რესპონდენტები, კარგი ამბები და მშვიდი ქვეყანა! არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება არაა იოლი, მაგრამ სანამ ახალი და საინტერესო შესაძლებლობლები გვეძლევა ადამიანებს, ჩვენ კი თავისუფალი ვართ, ავირჩიოთ და გავიმრავალფეროვნოთ გზა - მგონი, ასეთი გამოწვევები უნდა მივიღოთ და თავი, ახალ და საინტერესო სამყაროში გადავისროლოთ. პ.ს. სიცხადისთვის, რადგან აქამდეც უკითხავთ, ეს ახალი, არაა პოლიტიკა და არც რომელიმე პარტია", - წერს ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ემიგრანტი დედების ფულს რომ ისვამთ ტრ@@ში" - რამ გააბრაზა გურამ შეროზია
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება