Digest Logo

აშუღი იყო ირაკლი... ვერელი აშუღი - გელა ჩარკვიანი

1605768822
გელა და ირაკლი ჩარკვიანი

დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი, გარდაცვლილი შვილის, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„19 ნოემბერი ირაკლის დაბადების დღეა.

ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან.

მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო... ვერელი აშუღი“, - წერს გელა ჩარკვინი.

ცნობისთვის, მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი დღეს, 19 ნოემბერს 59 წლის გახდებოდა.