Digest Logo

„ავტოფარეხში ერთი სკამით დავიწყეთ. გვაწვიმდა, გათბობა არ გვქონდა" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

1627458094
ჟორჟოლიანი 2020

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მედიის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ საზოგადოებაში  ნდობის ფაქტორით მედია მესამე ადგილზეა.

„აირაიმ" აპრილში ჩაატარა კვლევა. კვლევის შედეგად, ნდობის ნაწილში.
1. ადგილზე იყო ჯარი. 2. ადგილზე ეკლესია. 3. მედია. 4. პოლიცია. ანუ, საქმე ისე კი არაა რომ მაყურებელს არ ვუყვარვართ, შეხედეთ კვლევის შედეგებს. საპირისპიროს ამბობს. ამიტომაც არის ეს ისტერიკა და ჩვენზე შეტევა.
არ გამოგივათ. ამ ქვეყანაში როცა უჭირთ ჟურნალისტებთან მოდიან, როცა ჩაგრავენ იგივე ხდება, როცა უფულობის გამო ექიმი მკურნალობაზე უარს ეუბნება იგივე. ხალხს ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ ხალხის და ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ! თქვენს უკან წარუმატებელი, გაბოროტებული ადამიანების მცირე ნაწილი დგას. ცოტა რომ ხართ ამიტომ ხმაურობთ, მაგრამ ზიზღს არასოდეს გაუმარჯვია, ამიტომ ახლაც დამარცხდებით. გახსოვთ, რ2 -დან რომ გამოგვყარეთ? რა ვქენით? ავტოფარეხში, ერთი სკამით დავიწყეთ. გვაწვიმდა, გათბობა არ გვქონდა, მაგრამ არ გავჩერდით და რამდენიმე დღეში მიიღეთ „მთავარი" გამოწვევა. თქვენ იცით ჩვენთან დამარცხების გემო.
რადგან ახლა ყველასთან ერთად ბრძოლა გადაწყვიტეთ, თქვენი დამარცხების ფასიც სხვა იქნება", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

⬇️ასევე დაგაინტერესებთ:

„გინახავთ ბათუმში რა ხდება?" - ნახეთ, რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

„მილიონერი ვარ" - ნახეთ, რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

„ჩემი შიდა წყარო ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბათუმი მიუშვა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს ებრძვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანი