მედეა ადამიას დედა კორონავირუსით რამდენიმე კვირის წინ გარდაეცვალა. ის პერიოდულად წერდა სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის შესახებ, ამჯერად ის ვიდეოს აქვეყნებს და ექიმ სოფო ჯაფარიძეს მიმართავს.
მედეა ასევე კლინიკის სხვა ექიმების შესახებაც წერს და მათ, დედამისის წამებაში ადანაშაულებს.
„აი ამ დროს უნდა ჩამომეკრა განგაშის ზარები დედააააააააა!ერთი მორგიდან მეორე მორგში გადაგიყვანე………. მაპატიე დედაააააააააა! ჩემი ცოდვა შენს კისერზე სოფო ჯაფარიძე და მაიკო დემურიშვილო, სად გადამაყვანინეთ დედაჩემი! არც მესამე აღმოჩნდა გადამრჩენი კლინიკა…………. მაპატიე დედაააააააააა!
რატიანმა უკვე მკვდარი გადმოიყვანეთ ჩემთანო… აბა რისთვის გეწვინათ 14 დღე რეანიმაციაში? ან ანტიბიოტიკი რისთვის მომარბენიმა ვინმე ნუნუკა ლაბაძემ, 15 ფლაკონი ტიგეციკლინი 50მლ? მკვდარზე მომატანინეთ? არავის შეგრჩებათ ჩემი დედის წამება… არც მისი სიცოცხლეშივე წამება და არც მისი უკვე გვამის წამება!“ - წერს მედეა ადამია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: