Digest Logo

„დაგვცხეს და რა დაგვცხეს! მოკლედ, თავის მოკვლა მომინდა!“ - რა შეემთხვა ხათუნა ხოფერიას?

1631080757
ხათუნა ხოფერია

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მსახიობ, იუნა შაფათავას დამ, მედეა შაფათავამ რთველის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც კახეთშია გადაღებული.

ის ლალი მოროშკინასთან და ხათუნა ხოფერიასთან ერთად ღვინოს წურავს. აღნიშნული ვიდეო ფეისბუკში ვირუსულად გავრცელდა და ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა. ზოგს მოსწონდა და იხალისა ვიდეოზე, ზოგიც კი წერდა, რომ ტიტველი ფეხებით ყურძნის წურვა არაჰიგიენურია და ამის გამო გააკრიტიკეს.

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სწორედ ამ „მავნებლურ“ კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდეოს გამოქვეყნებით მხოლოდ ხალხის გახალისება სურდათ და არა განაწყენება.

„მოკლედ

გუშხამ, „რაცხა“ წავიფართხალეთ სიღნაღში...
ვიფიქრეთ, ახლობლებს გავახალისებთ, ჩვეულ სიცოცხლეს შევახსენებთ, ვაცინებთ, რთველს და სიცოცხლის გაგრძელებას მივულოცავთთქო....

აბა, სადა ბანაობო... დაგვცხეს და რა დაგვცხეს!
რაო? საწნახელში ქალიო?!... რაიო?... შიშველი ფეხიო?!... აიო, ერის ღალატიო, ტრადიციებისო... ღვინისო, ვაზისო...

მოკლედ, თავის მოკვლა მომინდა! ...საწნახელში...

მერე მივყევი და დავინტერესდი, მართლა რა დავაშავეთ ასეთი...

ჰო და, გავარკვიე, რომ ქალიც წურავდა ყურძენს საქართველოში, ევროპაში კი, სწორედ ქალები წურავენ ისტორიულად...

ჰო, კიდევ, ჩვენ სამშობლოში, დღესაც დატანტალებენ საწნახელში ტურისტი ქალები ბედნიერი სახით და ზინტლიანი ფეხებით! ...და მათ ტაშს უკრავენ და ფოტოსესიებს უწყობენ.

ჰო და, ახლა, ძალიან მაინტერესებს, რატომ გადაირიეთ ჩემი, დეას და ლალის სიყვარულით გაკეთებული პერფორმანსით?...

სად გადაგირბინეთ?.... რომელი კაცის ბანჯგვლიან ფეხებს მივაყენეთ შეურაცხყოფა?... რომელ ტურისტზე ნაკლებად ვემსახურეთ საქართველოს?....

რა ვერ გვაპატიეთ, თქვე დედაგაძუყნულებო?!

მხიარულება?

სიცოცხლის სიყვარული?

მომავლის იმედი?

თუ ის, რომ საერთოდ ვარსებობთ?“,- წერს ხოფერია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„არა ბებიამაგათის, კაცებზე ნაკლები ვართ ქალები! ქალებზე დგას საქართველო“ - რას წერს იუნა შაფათავა?

🔵მე და ნოეს ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაშინ დამთავრდა, როდესაც… მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ

🔵დიდი სიცარიელე მაქვს, შვილს თავად ვუთხარი მამის გარდაცვალების ამბავი - დეკანოიძის უცნობი ისტორია