17 მარტს გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით პოლიტიკოსის ბრალი დამძიმდა და ახლა პროკურატურა მას სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებაში ედავება. თავად ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ეთერში ბერა ივანიშვილის გინების გამო.
პოლიტიკოსი მე-10 დღეა ციხეში შიმშილობას აცხადებს, რის გამოც შეუძლოდ გახდა და ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ ფაქტს მისი შვილი, თემურ წულაია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და სახლხო დამცველს, ნინო ლომჯარიას დასახმარებლად მიმართა.
მისი თქმით, პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, რადგან რამდენიმე თვის უკან გულის ოპერაცია გაიკეთა და წამლების მიუღებლობამ მდგომარეობა დაუმძიმა.
„მამაჩემის, გოგი წულაიას, ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამდენი დღის შიმშილობამ და მედიკამენტების მიუღებლობამ შედეგი გამოიღო, რაც გულის ოპერაციის ფონზე, ძალიან საგანგაშო შედეგია.
დღეს ხელები გაშავებია და ოთახში წაქცეულა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ყველაფერი ნათელია, დაჭერით დაიჭირეთ და ეწირება უსამართლობას, მაგრამ სიკვდილით მაინც ნუ მომიკლავთ მამას.
აქვე, მინდა ვთხოვო, სახალხო დამცველ ქ-ნ ნინო ლომჯარიას, მოინახულოს ამჟამად N18 პენიტენციურ ჰოსპიტალში მყოფი მამაჩემი და მოისმინოს მისი აზრი, იქნებ რისთვის შიმშილობს 13 დღეა, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ძალიან მძიმე გულის ოპერაცია გადაიტანა და შეიძლება ნებისმიერ წამს კომაში ჩავარდეს“,- წერს თემურ წულაია.