ჟურნალისტი გიორგი ხუხია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნატალია მახვილაძის მიმართავს.
„ნატალია მახვილაძე დღეს შენ როგორც მოიქეცი, არ წერია არანაირ კოლეგიალობაში, პროფესიაში და არაფერში. ყველამ ყველაფერი ნახა და გაიგო, ამიტომ არაფერს მოვყვები ხელახლა.
კიდევ უფრო სამარცხვინოა რაც მომაძახე, რომ თურმე „გამომიქვეყნებ თუ საჭიროა“, რომ იუსტიციის სამინისტროში სივი მქონდა გამოგზავნილი. და პირადი მიმოწერის სქრინებსაც გამოაქვეყნებს თურმე.
თავი რომ დავანებოთ ადამიანურ ურთიერთობას წლების განმავლობაში, სამართალდამცავი უწყების საჯარო მოხელე მემუქრება პირადი მიმოწერის და პირადი ინფორმაციის „გამოქვეყნებით"
მიდი, გამოაქვეყნე. აქვე მადლობას გეტყვი, რომ დღეს არ ვარ იმ საქმის მონაწილე, რაც შენ გააკეთე“,- წერს გიორგი კუხია.
ჟურნალისტის აღნიშნულ სტატუსს თავად ნატალიაც გამოეხმაურა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ბატონო ზურა, სამშობლო 3-ოთახიან ბინაზე და საჭმელზე ბევრად ძვირი ღირს“ - ჟორჟოლიანი ზურა ყიფშიძეზე