Digest Logo

„ეს დღეებია ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები“- რა გეგმები აქვს გიორგი კეკელიძეს

1632482044
ნიკო კვარცხელია და გიორგი კეკელძე

„FEEDC პლატფორმაზე შეიქმნება საგანმანათლებლო - ლიტერატურული მიმართულება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს.

„ეს დღეებია ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები, ქალს, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუწვდომელ მხნეობას და ძალას მაჩვენებს. საბოლოოდ, რადგან ახლა ნიკოს სახელს სწორედ ის სჭირდება, რისთვის იყო ეს ადამიანი მოწოდებული ანუ საქმე, ასე გადავწყვიტეთ: FEEDC პლატფორმაზე შეიქმნება საგანმანათლებლო - ლიტერატურული მიმართულება, რომელსაც მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი წარვმართავთ LIB.GE-ს ძველი გუნდიდან - ბლოგები, ლიტერატურული პოდკასტები, ინტერვიუები. ჯერ ეს არის, რაც შეგვიძლია,“ - წერს კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

მკვლელობა, სავარაუდოდ, ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: „46-ის იყო მამა მე რომ გავჩნდი... ღელეში ჩავვარდი, შემეშინდა, ბებიამ „შემილოცა...“ - გიორგი თარგამაძის ბავშვობის ამბები

🔵ქუთაისში მაღაზია, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, გამთენიისას გაქურდეს

🔵5 მავნე მითი წონაში კლებასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს გვაყენებს - ზაზა თელია