სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ჯგუფში „ვეძებ“, სადაც ძირითადად გაშვილებულ ბავშვებს ეძებენ, ან პირიქით, მშობლებს ეძებენ ემოციური ამბავი ქვეყნდება. ჯგუფის წევრი შორენა ხუციშვილი, წლების შემდეგ და-ძმის შეხვედრის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და წერს:
„კარგი ამბავი მაქვს. მოკლედ დიდი ხანია მინდა გახაროთ, მაგრამ სიახლეები არადა არ ილეოდა. ერთ დღეს, აქ ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ დაწერა, რომ ეძებდა დედას, ჰოდა გადავწყვიტე დავხმარებოდი. რა თქმა უნდა გამზრდელი დედა ეხმარებოდა სიმართლის გარკვევაში და მადლობა მას. მოკლედ ისეთი ადვილიც არ აღმოჩნდა მშობლების პოვნა. ბევრი დედის მოსახელე ვიპოვეთ, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა. ერთი მადლიანი ბიჭის დახმარებით, სწორ გზას დავადექით და ვიპოვეთ. როგორც აღმოჩნდა დედას საყვარელი მამაკაცისგან გაუჩენია ორი შვილი და ორივე გაუშვილებიათ. ერთი გოგონა და მეორე ბიჭი. მამამ არ იცოდა და როცა გაიგო, ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ ( სამწუხაროდ გარდაცვლილია) დავიწყეთ ძმის ძებნა. ეს დისთვის იყო შოკის მომგვრელი! ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენი ვეძებეთ და ვიპოვეთ! გიორგი საბერძნეთში იზრდებოდა და ორი წელია რაც საქართველოშია. იცით რამხელა სასიხარულოა დღეს მათ გულებში? იცით როგორი ბედნიერები არიან? დედმამიშვილებმა, უფლის წყალობით, ერთმანეთი იპოვეს. ორივეს არაჩვეულებრივი გამზრდელი მშობლები ჰყავთ და მადლობა მათ. დედის მხარემ უარყო, მაგრამ მამის ხალხმა სიხარულით მიიღეს და ახლა, აი ამ წუთებში მამის სახლში მიდიან, კიდევ ორი ძმის გასაცნობად. მინდოდა გამეზიარებინა ეს ამბავი თქვენთვის! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ გვერდის ადმინებს. ბავშვებო გილოცავთ!“