Digest Logo

„იმას მიეცეს ჩვენი ცოდვა, ვინც პირველად თქვა, აცრილი ისევე ავრცელებს ვირუსს, როგორც აუცრელიო“ - რას წერენ ანტივაქსერებზე?

1629644950
 ნანა დიხმანჯია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნანა დიხმანჯია ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და ანტივაქსერების შესახებ წერს.

როგორ პოსტიდან ვიგებთ, ანტივაქსერებს რაღაც ფრაზები აქვთ აკვიატებული, რისი მნიშვნელობაც და შრეების დონეც არ იციან.

„იმას მიეცეს ჩვენი ცოდვა, ვინც პირველად თქვა, აცრილი ისევე ავრცელებს ვირუსს, როგორც აუცრელიო და დამაზუსტებელი ინფორმაცია არ მოაყოლა.

ყოველ მეორე ანტივაქსერს ეს ფრაზა აქვს აჩემებული. ეს არის იმის ბრალი, რომ მრავალშრიანი ინფორმაციის გააზრება ვერ ვისწავლეთ ჯერ და რაიმე საკითხის განხილვას ზედაპირზე ვაჩერებთ.

აცრილი ადამიანი, რომელსაც კოვიდი ემართება, შეიძლება ისევე ავრცელებდეს, როგორც აუცრელი (ქვემოთ შენიშვნა მომცეს და მაინც დავაზუსტებ - უმეტეს შემთხვევებში არ ავრცელებს ისევე, გაცილებით ნაკლებად გადამდებია). მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ გაცილებით ნაკლებად ემართება აცრილ ადამიანს კოვიდი, შესაბამისად, მეტწილად ის წყვეტს გავრცელების ჯაჭვს.

ამასთან, აცრილ ადამიანებს გაცილებით ნაკლებად ურთულდებათ ავადმყოფობა, შესაბამისად, არ ტვირთავენ სამედიცინო რესურსს. შტატებში, სადაც 70%-მდე აცრილია, საავადმყოფოებში მოხვედრილ კოვიდ-ინფიცირებულთა 95% აუცრელია.

სამედიცინო რესურსის გადატვირთვა რას იწვევს? პაციენტების დიდი ნაწილი სრულფასოვან ყურადღებას და მოვლას ვერ მიიღებს და შესაბამისად, ვერ გადარჩება ის ადამიანი, რომელიც გადარჩებოდა სტანდარტულ პირობებში. იწვევს ექიმების გადაღლას და გამოფიტვას, ანუ ზრდის შეცდომების ალბათობას, იწვევს სასწრაფოს დაგვიანებას რამდენიმე საათით.

უკვე იყო შემთხვევები, როცა დროზე ვერ დაეხმარნენ დაშავებულს. კოვიდ-ინფიცირებულებს კი არა, პრობლემა ექმნება ყველას, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვს, ვისაც გეგმური ოპერაცია სჭირდებოდა, ვისაც ბრმა ნაწლავის შეტევა ექნება. რამდენი საველე ჰოსპიტალიც არ უნდა გახსნან, უბრალოდ მეტი ექიმი არ გვყავს და ჰაერიდან ვერ გავაჩენთ.

ინფორმაციის მიღებისას ბოლომდე ჩაყევით დეტალებს. მორჩა ბრტყელი აზროვნების დრო, სამეცნიერო მსჯელობების დროში გადავედით დიდი ხანია“,- წერს დიხმანჯია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„როგორ დაგტანჯეთ იესო, სიკვდილსაც შენ გაბრალებთ- უფალს თავისთან უნდა კარგებიო… როდის გავცხოველდით ასე?!" - მაიკო დემურიშვილი

🔵9 წლის ბიძაშვილი დაბადების დღეზე გააუპატიურა, გამსახურდია და შევარდნაძე მის დასჯას ეწინააღმდეგებოდნენ - ტიტულოვანი სპორტსმენის შემზარავი დანაშაულები

🔵ცოლს კლიტორი მოაჭრა, მისი საყვარელი კი იმპოტენტი გახადა - შურისმაძიებლის გაუხმაურებული ამბავი