Digest Logo

„ისეთ უსუსურობამდე მიგიყვანთ სიმპტომები, შეიძლება ცხოვრებაზე წამით ხელიც ჩაგაქნევინოთ“ - ნინო ჭელიძე

1628014465
ვქაქცინაცია

ჟურნალისტი ნინო ჭელიძე, რომლის კოვიდინფიცირებული მამა საავადმყოფოშია მოთავსებული, სოციალურ ქსელში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე წერს და მოქალაქეებს მიმართავს, რომ ვირუსი მეტად საშიშია.

მისი თქმით, ხალხი ვირუსის გართულებებს შესაფერისად ვერ აღიქვამს და დროა დაფიქრდნენ, რადგან ჯანმრთელობისთვის საშიშია.

მისი დამარცხების გზა კი ვაქცინაციაა.

„პირველი დოზით აცრიდან სახლში რომ დავბრუნდი და მამაჩემს ბარათი ვაჩვენე - ნეტა ერთი შენო, მომაძახა.

როცა დადგინდა რომ კოვიდი გადაიტანა და გართულებები მაგან გამოიწვია - თურმე ეს რა ყოფილაო, ხშირად იმეორებდა.

არასწორი და ანტივაქსერული ინფორმაციებით ჰქონდა ტვინი გამოტენილი, არ სჯეროდა, მანამ სანამ საკუთარ თავზე არ იწვნია ვირუსის სიმძიმე.

ბოლო მონახულების დროს კი მკითხა - კარგად რომ გავხდები უნდა ამცრანო?

P.S. ბევრი ადამიანი ვართ რეალური ისტორიებით და მე პირველ რიგში მათთვის ვწერ, ვინც ჯერ კიდე ორჭოფობთ.

ეს არც ჩვეულებრივი გრიპია და არც აცრაა ეშმაკის ჩიპი.

ისეთ უსუსურობამდე მიგიყვანთ სიმპტომები, რომლის მსგავსიც არ გქონიათ, შეიძლება ცხოვრებაზე წამით ხელიც ჩაგაქნევინოთ“, - წერს ნინო ჭელიძე.