უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქალი, რომელსაც დამწვრობა აქვს მიღებული, კოვიდის გამო კლინიკაში არ გადაჰყავთ.
მისივე თქმით, აღნიშნული ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, თუმცა სამართალდამცველები შესაბამისად არ რეაგირებენ.
„წელიწად-ნახევარია პანდემია მძვინვარებს და ამჯერად ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კოვიდი სჭირს და რას შვება შსს? - არაფერს.
ქალს აქვს სიგარეტით მიყენებული დამწვრობა, არის ნაცემი და არ გადაჰყავთ ექსპერტიზაზე, რადგან კოვიდიანია. მოძალადე საშინლად ემუქრება და პოლიცია უარს ამბობს მისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე, რადგან მოძალადე კოვიდიანი მსხვერპლის კონტაქტია და პოლიცია არ გაეკარება თურმე არც მსხვერპლს და არც მოძალადეს კოვიდის გამო. ამ დრომდე ვერ ვიგებთ აპირებს თუ არა პოლიცია შემაკავებელი ორდერის გამოწერას.
მოძალადეს აქვს სახლის გასაღები და ქალს ეშინია ღამე არ შეუვარდეს და შსს რას აკეთებს? - არაფერს. მთელი საღამოა ამ საქმის მოგვარებას ვცდილობთ უშედეგოდ.
გამაგებინეთ, ახლა გაიგეთ, რომ პანდემიაა და მოძალადესაც და მსხვერპლსაც შეიძლება სჭირდეს კოვიდი? ამ ქალს რომ ამ ღამით რამე დამართოს არაერთგზის ნასამართლევმა მოძალადემ, პასუხისმგებელი ვინ იქნება?
ექსპერტიზაზე არ გადაყვანის შედეგად დაკარგულ მტკიცებულებებზე პასუხისმგებელი ვინ იქნება სასამართლოში? საერთოდ რა ხდება, ასეთი მოუმზადებელი რატომაა ქვეყანა პანდემიისთვის?
კიდე რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ელემენტარული ზომების მიღება შეძლოთ? მე რატომ უნდა მიწევდეს საჯარო განგაშის ატეხა და რატომ ვერ უნდა აგვარებდეს ადვოკატი ან თუნდაც თავად მსხვერპლი ამ პრობლემას?“- წერს პატარაია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„დავიჯერო, ზუსტად არ იცით რამ მოკლა? ეცოტავება დღეში 30 კუბო...“ - რას წერს პატარაია?
„გაფრინდა მარიამი მშობლებთან და ძამიკოსთან...“