Digest Logo

„ხალხს უნდა შევთავაზოთ არა ძალადობა და საბჭოთა პროპაგანდა, არამედ ნებაყოფლობითი ვაქცინაცია“- გიორგი კანდელაკის განცხადება

1631089227
ექიმი გიორგი კანდელაკი

ექიმი, ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ვერ ხედავს ქვეყანაში იმის საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. 

„ბოლო დღეებში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალზე მისასალმებელია.

აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვაა დაფიქსირებული, რომ ვაქცინაცია მიმართული უნდა იყოს მიზნობრივ ჯგუფებზე (ასაკოვანები, ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონენი, იმუნიტეტ-დაქვეითებულნი) და რაც მთავარია არ უნდა იყოს მანდატორული.

სწორედ ეს პრინციპები გავაჟღერეთ ერთი კვირის წინ ჩვენს პოსტებში (დეტალური ანალიზისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუკპოსტი: „როგორ ვხედავთ ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავალს“).

კარგია, როდესაც სახელმწიფო უსმენს ხალხს და არ უპირისპირდება მას. ხალხს უნდა შევთავაზოთ არა ძალადობა და საბჭოთა პროპაგანდა, არამედ ნებაყოფლობითი, თარგეთირებული ვაქცინაცია, სრული და დეტალური ინფორმირებული თანხმობის პირობებში. იმედია, რომ ეს განცხადება არის გააზრებული პოლიტიკის ნაწილი და უახლოეს ხანებში შეწყდება ზეწოლა სტუდენტებზე, პედაგოგებზე, სახელმწიფო უწყების მოხელეებზე და მთლიანად ჩვენს საზოგადოებაზე,“- წერს გიორგი კანდელაკი.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

🔵„პატრიარქის სიახლოვეს მხოლოდ ვაქცინირებულებს, უარყოფითი პსრ ტესტის მქონე, ან კოვიდგადატანილებს ეძლევათ თურმე ლოცვის უფლება“ - რას წერს ნანა გეგეჭკორი

🔵„მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა… შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა“ - გიორგი კანდელაკის საგანგაშო პროგნოზი

🔵„დელ­ტა უკა­ნას­კნე­ლი შტა­მი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ის არის, რომ მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვის მუ­ტა­ცია არ მოს­ვლია“ - ექიმი