Digest Logo

ყველა ქალთა ჯგუფში იწერება: სად იყიდება წიწაკის სპრეი, ელექტრო შოკი, როგორი დანის ტარებაა დასაშვები… – ბაია პატარაია

1627847748
ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ ავსტრალიელი ტურისტის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა შიში. მისი თქმით, გოგონები ეძებენ ისეთ თავდაცვით საშუალებებს, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ელექტრო შოკი და ა.შ. 

 

„- ქალი დაბალი ღობეა კაცისთვის, რადგან ქალს ან საკმარისი ფიზიკური ძალა არ აქვს, ან ძალა რომც ჰქონდეს, ცემის და მოგერიების არაფერი გაეგება.

– უცხოელიც დაბალი ღობეა, რადგან მას ძმაბიჭები და სხვა კაცები აქ არ ჰყავს, რომლებმაც მერე შეიძლება მოგძებნონ თავ-ყბის დასამტვრევად.

– უცხოელი ქალი საერთოდ არარაობაა, რადგან ზედა ორს ისიც ემატება, რომ გრუზინის წარმოსახვაში ყველა უცხოელი ქალი “ბოზია”.

5-6 ივლისს სახელმწიფო გაუქმდა: ძალადობას მწვანე შუქი აუნთო პრემიერმაც და ეკლესიამაც. არც არავინ დასაჯეს. ძალადობაზე ხსნილია…

დღეს ქოცები გვეუბნებიან, რომ უცხო და განსხვავებული უნდა სცემო და არავინ მოგთხოს ამისთვის პასუხს. ეს უცხო ჯერ გეია, მერე ტურისტია, მერე მწვანემაისურიანი ბავშვია, მერე ჟურნალისტია, მერე ნაცია, მერე ყველაა…

ამ ყველაში, ცხადია, ქოცებიც შედიან, მაგრამ ქოცებს ახლა ფული და ძალადუფლება აქვთ და ჰგონიათ, დაცულები არიან). სინამდვილეში კი დაცული არავინაა.

ორი დღეა ყველა ქალთა ჯგუფში იწერება სად იყიდება წიწაკის სპრეი, ელექტრო შოკი, როგორი დანის ტარებაა დასაშვები, რომელი მობილური აპლიკაცია აგზავნის განგაშის შეტყობინებას ლოკაციის მითითებით და ა.შ. სახელმწიფო აღარ გვაქვს!

თუ არ ვმობილიზდით და პოლიტიკურ წინააღმდეგობაში თუ არ გადავზარდეთ ჩვენი ენერგია, აღარც დანა გვიშველის და აღარც წიწაკის სპრეი. სახელმწიფო და პოლიცია გვყავს დასაბრუნებელი“, – წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოქალაქეებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.