Digest Logo

„მადლობა ყველას, ჩვენ ეს შევძელით“... - ფხაკაძე

1628071549
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პირად შეტყობინებებში გაგზავნილი მესიჯის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ფხაკაძეს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მადლობას უხდის იმის გამო, რომ ქვეყანაში სამედიცინო პირბადეები გაიაფდა. 

ფხაკაძემაც, მადლიერება შეიშნო, ნიღბების ფასის კლებაში საკუთარ წვლილს ხაზი გაუსვა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას რომ პირბადეები ატარონ.

„ასეთ შეტყობინებას რომ მიიღებ… ბედნიერი იქნები ადამიანი.

2020 წლის ნოემბერს დავიწყეთ ყველანი ერთად და რა იყო ქვეყანაში მაგ დროს: 1.20 ლარიანი უხარისხო პირბადეებზე ანუ 60 ლარი 50-ცალიანი შეკვრა, ახლა სამედიცინო პირბადე იყიდება 6 ლარად

მე ვარ უბედნიერესი ადამიანი რომ წარმოვიდგენ რამდენი მილიონი ადამიანი ისარგებლა და შეეხო უშუალოდ ამ კამპანიის შედეგად, რამდენი ათობით, ასობით და ათასობით ლარის შეღავათი მიიღო საქართველოში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა.

რამდენი ბიზნესი დაზოგა მიმდინარე ხარჯები და უზრუნველყო სამედიცინო პირბადე თავის თანამშრომლებისათვის და დაზოგეს ისედაც ლიმიტირებული რესურსები.

მადლობა ყველას, ჩვენ ეს შევძელით. გთხოვთ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის
ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ივენთებს ვხედავ, სადაც არავის უკეთია ნიღაბი, დისტანციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია“ – თათია შარანგია

„მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით!“ - ზაზა ნადორაძე

„იუმორის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნებოდა“ - ბლიცინტერვიუ ცუცა კაპანაძესთან