Digest Logo

მამაჩემზე 4 წლით უფროსმა ტაქსის მძღოლმა კარები ჩამიკეტა და თბილისის ზღვისკენ გადაუხვია - მძიმე ისტორიები

1627842016
ლიკა

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლიკა ლაზაშვილი სტატუსს აქვეყნებს და იმ ისტორიების შესახებ წერს, რომელიც საქართველოში გადახდენია.

მისი სტატუსიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ რა ხდება საქართველოში და რას ჩადიან მოძალადე პედოფილი ადამიანები. 

„ტაქსის მძღოლმა კარები რომ ჩამიკეტა და თბილისის ზღვისკენ გადაუხვია, მამაჩემზე 4 წლით უფროსმა კახელ-ქართლელმა მუტრუკმა, კარგად გავიცნოთ ერთმანეთით რომ დაიწყო და აბა კატის ყურები რატომ გიკეთია, თუ არ იძლევიოთი დაასრულა - ამ ამბის გაგების შემდგომ ნაცნობთ მავანნი მეუბნებოდნენ მოიხსენი ეგ ყურები, მამის ტოლა კაცებსაც იწვევსო, ვერ ხედავო?!

ერთ-ერთ ცნობილ რიზორტზე დაამფეტამინებული თანამშრომელი, პატარა ბიჭი რომ მახრჩობდა, გაურკვეველი მიზეზის გამო და მე უშაქრო დიაბეტიანმა საშვილიშვილოდ შაქარიც ავიკიდე და ოფიციალურად ინსულინზე შევჯექი, ინციდენტიდან ერთ კვირაში სამსახურში დაბრუნებულს თანამშრომლები მეკითხებიდნენ - რა უთხარი ესეთიო და მენეჯერმა - It’s easy ლიკაო, ყოველთვის ვნახავთ ჩამნაცვლებელსო.

ბასიანის და კლუბების აქციების ჟამს, მეტროს მხარეს გაურკვევლობაში მოყოლილი ფერადი მე, მარშელებმა მეტროს დაცვის პოლიციის თვალწინ რომ მცემეს და ბოთლები მირტყეს ფეხებზე, ახლობელ-ნაცნობ-ნათესავები მიჯავრდებოდნენ რა გინდოდა მანდო? ან არ შეგიძლია “ჩვეულებრივად” ჩაიცვა და თვალში მოსახვედრი არ იყო შენი სიჭრელითო?

ავტობუსში 14 წლის გოგოს ვიღაც დორბლიანი მუტრუკი რომ ხელებს უთათუნებდა, ბავშვი შოკში იყო, არ იცოდა რა ექნა, რამდენიმე ადამიანმა ნათლად დავინახეთ და მხოლოდ მე რომ გავკიოდი გააჩერეთ და დაიჭირეთ ეს ავადმყოფი-თქო, ხმა არავის ამოუღია, პირველივე გაჩერებაზე ჩავარდა და ყველამ მშვიდად დააიგნორა ბავშვის ახლად შეძენილი შიში და ჩემი ცრემლებით სავსე პროტესტი.

არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა სათანადო სასჯელით! ჩემი ბრალია ალბათ ვერ ვიბრძოლე როგორც საჭიროა ისე! კი ახლა უკვე გაქცევაზე ვფიქრობ, კი წიწაკის სპრეის და მინი ელექტრო შოკშის ტარებას ვაპირებ! კი, არ ვენდობი პოლიციას! (ბევრი ამ და სხვა ისტორიის გამო!) არ ვენდობი საზოგადოებას! არ ვენდობი სასამართლოს!

ქვეყანა სავსეა სექსისტი! მიზოგინი! მოძლადე! სხვადასხვა ფოებიებით სავსე იმბეცილებით!
თუ იტყვი რომ ლიბერალი ხარ, გადაგივლიან! თუ იტყვი რომ ფემინისტი ხარ, გადაგივლიან, დაგცინებენ და სალანძღავად - ბაია პატარაიას გიწოდებენ. წარმოდგენა არ აქვთ რომ ფემინისტი მხოლოდ ქალი არ უნდა იყოს და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე!

თუ რელიგიის პრაქტიკას გააკრიტიკებ - ე.ი. ებრძვი და ათეისტი ხარ!
და ა.შ. უსაშველოდ თუ..
მაგრამ ჩემი პაწაწინა დისშვილები მედარდება და მითხარით რა ვქნა რომ იგივე ან უარესი გზა არ განვლონ?!
მე მიყვარს Suckართველო!“- წერს ლიკა ლაზაშვილი.