„პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ ჩემო მეგობრებო, რომ ოჯახში კი არ შემომიშვით, ოჯახი ამიწიოკეთ 2011 წელს და ქონება წამართვით, 14 წლით ჩემი ძმა და 17 წლით მე, გამოკეტვას მიპირებდით ციხეში და ამდენი მომისაჯეთ კიდეც“, - ამის შესახებ „შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით თავმოყვარე ადამიანი არ გაივლის და მათ მადლობა უნდა გადაუხადონ, რადგან ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდში მათი მხარდამჭერი იყო.
„ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცა „სიკოებს” ულაპარაკიათ ჩემზე რომ აი კარი გაუღეთო, ოჯახში შემოუშვითო, მეგობრად მივიღეთო და ა.შ
პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ ჩემო მეგობრებო, რომ ოჯახში კი არ შემომიშვით ოჯახი ამიწიოკეთ 2011 წელს და ქონება წამართვით, 14 წლით ჩემი ძმა და 17 წლით მე გამოკეტვას მიპირებდით ციხეში და ამდენი მომისაჯეთ კიდეც. თუმცა მე როგორც ამ ქვეყნის ქომაგი და თქვენზე რაციონალურად მოაზროვნე, ვთვლიდი რომ სუსტი ოპოზიცია ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა და ამ კორუმპირებულ ოცნებას აუცილებლად უნდა ეგრძნო რომ ამ ქვეყანაში ხალხი ღირსეული მოქალაქეებიც ცხოვრობენ. ამ ხალხი ფულის პარვას არ აპატიებენ, მე გამოგაძრეთ ცოცხები უკანალიდან, მე ჩამოგართვით შერიგების ხელი და მე გაწვდიდით კორუფციის ფაქტებს რომლებსაც მერე ტელევიზიებში აჟღებდით (რადგან პარტიულ ტელევიზიებს ფლობთ და ვისაც ეტყვით გაუშვებენ ვისაც ეტყვით დაბლოკავენ).
ბოლო დროინდელი ჩემი წყენა ამ პარტიის მიმართ, პირველ რიგში ეხება იმას რომ ისინი არიან ჩვეულებრივი სი@ები, და არ მარტო ნაცმოძრაობა არამედ ყველა დანარჩენი (ლიდერებს ვგულისხმობ) და გვერდით ჰყავთ ისეთი ნაძირალა ხალხი რომლების გვერდითაც თავმოყვარე ადამიანი არ გაივლის. (კლოუნები კიდე ცალკეა)
მე სულ ფეხებზე მკიდი ვისთან რას ჭორაობთ და ვის რას უყვებით, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ 2020 წლის მერე ხართ არა განულებული არამედ მინუსებში გასული. მორალურადაც და პოლიტიკურადაც. მე არ მეგულება გარდა ვიღაც გადარეული უტვინო სექტისა, ნორმალური ადამიანი ვინც თქვენ პატივს გცემდეთ.
ბრუტუსი თქვენთან შედარებით კაცური კაცია, იდეის გამო მაინც ჩაიდინა ღალატი და მკვლელობა, თქვენ იდეა არც გაქვთ თქვენი ცხოვრების წესია ღალატიც და მკვლელობებიც.
ასე რომ @რაკი მიაყენეთ, ოჯახში კი არ შემომიშვით კაცად რომ ჩაგთვალეთ და ხელი ჩამოგართვით მადლობა მარტო მაგის გამო უნდა მითხრათ”,- წერს ვატო გელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵16 თებერვალს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება