Digest Logo

„მე ვარ ანტივაქსერი, მაგრამ დღეს „გავიჩხირე“ - ნახეთ, რას ჰყვება ანტივაქსერი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა

1627662004
ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ხშირად გამოირჩევა ანტივაქსერული პოსტებით, თუმცა, დღეს მან განაცხადა, რომ ვაქცინა გაიკეთა. 

„მე დღეს გავიკეთე ვაქცინა! 2 დღით ადრე გავიკეთე პსრ-ი (უარყოფითი) ანტისხეულებზე ანალიზი ( 0,4) და დღეს „გავიჩხირე“. მე ვარ ანტივაქსერი! მე არ მომწონს ზეწოლა და ჩემი თავისუფალი ნების შეზღუდვა, მაგრამ....
ჯანდაცვის მინისტრის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო ძალზე ადამიანური, მართალი და ვფიქრობ, გასათვალისწინებელი, გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემ განწყობებში! მიეცით ადამიანებს საკუთარი თავის და ნების გამომჟღავნების უფლება! ნუ შეაშინებთ და შეურაცხყოფთ მათ! ნუ გახლეჩთ და მტრად ნუ აქცევთ ადამიანებს!
მე, ვაქცინირებულ ანტივაქსერს მიყვარხართ თქვენ, ადამიანებო“,- წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მე მეშინია ვაქცინის! დიახ, მეშინია არსებული 4 ტიპის ვაქცინის... 18 თვეა ვარ ჩუმად!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია?

„ჩასვრლი პარტიები ანუ ჟურნალისტები პოლიტიკაში“ – ხათუნა ხოფერია

„ესენი, მგონი, „ნაშას“ აბამენ“ – ხათუნა ხოფერია