„მთავარი არხი“ სკანდალში ეხვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია თანამშრომლებს ხელფასს არ უხდის.
თანამშრომლები უხელფასობის გამო გაფიცვას აპირებდნენ, თუმცა ტელევიზიის დირექტორის ხვეწნის შემდეგ, გადაღებაზე გასვლა მოახერხეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია სტატუსს აქვეყნებს და „პოსტივის“ ჟურნალისტის მიწერილ შეტყობინებას აქვეყნებს და წერს, რომ მთავარი არხი ღარიბი არხია.
„პოსტივი, დავალებების მიცემით და შესრულების შემოწმებით თქვენი მფლობელია დაკავებული. ამის მიხედვით გიყვანენ სამსახურში და ამის მიხედვით გიხდიან ხელფასს.
მთავარი არხი ღარიბი არხია, აქვს ფინანსური კრიზისი და ჩვენ, ყველანი ერთად, ვფიქრობთ, როგორ დავძლიოთ ის. სამაგიეროდ რეიტინგით ჩვენზე სამჯერ მდიდარ იმედს დავეწიეთ ლამის და თქვენ 1% რომ ასცდებით, მერე შემეხმიანეთ“, - წერს ნიკა გვარამია.
✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მთავარ არხში“ თანამშრომლებს ხელფასებს აღარ უხდიან? - სოციალურ ქსელში სკანდალური სქრინები გავრცელდა
🔵VIDEO: „ჩემი ჯადოსნური მორიელების გარემოცვაში ვარ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე
🔵VIDEO: როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა
🔵VIDEO: ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მშობლები და როგორი სახლი აქვს ტელეწამყვანს
🔵„განცდილი მარცხის“ შემდეგ უფრო მეტს ვცდილობდი - ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მომავალი სიდედრ-სიმამრი