Digest Logo

ნაჯა ორაშვილი: 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც BASSIANI-ს თანამშრომლები დაჭრა

1601295901
რეჟისორი და სცენარისტი

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი წერს, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს მომხდარი ფაქტის გამო, ადამიანს, რომელიც კლუბის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ორაშვილი ადამიანებს, რომლებიც მათ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს უჭერდნენ, მადლობას უხდის.

„დღეს დასრულდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც 2020 წლის 12 იანვარს, BASSIANI-ის შესასვლელში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენი თანამშრომლების მიმართ 18 გასროლა განახორციელა და დაჭრა სამი მათგანი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მადლობა მათ, ვინც ბოლომდე მიჰყვა პროცესს - სამართლიანობისთვის“, - წერს ნაჯა ორაშვილი.

ცნობისთვის, კლუბ ბასიანთან 2020 წლის 12 იანავარს სამი კაცი დაჭრეს. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. ამ მუხლებით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც ისჯება რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.