ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ზემო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ორსული გოგო მშობლებს უმტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაფეხმძიმდა.
„ნამდვილი ამბავი ზემო იმერეთიდან.
ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა გოგო, რომელიც მოულოდნელად ფეხმძიმედ აღმოჩნდა, მშობლებს არწმუნებს, რომ ვაქცინის შემდეგ დაორსულდა.
p.s სტატუსი არ შეიცავს ანტივაქსერულ ელემენტებს“, - წერს ირაკლი ვაჩიბერიძე.
წყარო: digest.pia.ge