Digest Logo

რა შემთხვევაში მოგიწევთ მეორე დოზის დროს ვაქცინის ჩანაცვლება - კულუმბეგოვის განმარტება

1627658067
ბიძინა ____ კულუმბეგოვი

ალერგოლოგ - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მეორე დოზაზე ვაქცინა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანაცვლდება, თუ პირველ დოზაზე პაციენტს მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდება. 

„ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება ძალიან ცოტაა, ასეთი არის სულ 2-3 ადამიანი. გვერდითი მოვლენების რაოდენობა ძალიან ცოტაა და მინიმალური. რაც შეეხება გადაწყვეტილებას როგორ ვიღებთ ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ამას იხილავს იშგამის კომიტეტი, სადაც შედის ბევრი დარგობრივი ექიმი, მათ შორის ალერგოლოგები. ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ ამ კომიტეტის. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა, მაგალითად, თუ რეაქცია არის „ფაიზერზე“, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან „ასტრაზენეკა“, თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ „ფაიზერი“ ან „ასტრაზენეკა“. საუბარია მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარებაზე - ანაფილაქსიურ შოკზე, სხვა შემთხვევაში არ ნაცვლდება. ჩვენთან არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ, მაგრამ თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე, აქაც ვერ მოხდება იგივე დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური მოვლენა არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე იყო 2-3 შემთხვევა, რომელზეც საბოლოო დასკვნას დოკუმენტურად გავაფორმებთ და ამ პაციენტებს, მკურნალ ექიმს და დაწესებულებებს უშუალოდ გადავუგზავნით“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.