Digest Logo

„რჩევა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ყოფილა და თმის ანდროგენურ ცვენას სულაც არ გულისხმობდა“ - დათო აბზიანიძე ზაზა თელიას ბოდიშს უხდის

1644077326
ზაზა თელია

„გადავწყვიტე, რომ ზაზა თელიაზე, ამ პროფესიონალ ექიმზე და შესანიშნავ დერმატოლოგზე დაწერილი ყოველი პოსტი ჩემი „ვოლიდან“ წავშალო და საჯაროდ ბოდიში მოვუხარო მას“, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფეისბუკ მომხმარებელმა დათო აბზიანიძემ გაავრცელა.

„მეგობრებო, ძალიან ბევრმა მომწერეთ, რომ ზაზა თელია ბრწყინვალე დერმატოლოგია და თავისი საქმის უბადლო მცოდნე.

შემდგომ ისიც აღმოვაჩინე, რომ ის თმის ცვენაზე რჩევა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ყოფილა და თმის ანდროგენურ ცვენას (გამელოტებას) სულაც არ გულისხმობდა.

საბოლოოდ მივხვდი, რომ ფეისბუკი ამ ბოლო დროს დაუნდობელი ბულინგის ინსტრუმენტად იქცა და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ისეთი ბოროტება ჩავიდინოთ, როგორიც მაგ ფოტოზე გაცინებაა.

ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ზაზა თელიაზე, ამ პროფესიონალ ექიმზე და შესანიშნავ დერმატოლოგზე დაწერილი ყოველი პოსტი ჩემი „ვოლიდან“ წავშალო და საჯაროდ ბოდიში მოვუხარო მას.

ბოდიში, ზაზა ექიმო!“, - წერს დათო აბზიანიძე.

„ზაზა თელიას რჩევებით დაწყებულმა პირველმა დღემ უკარგესად ჩაიარა“, - დაწერა გუშინ დათო აბზიანიძემ.