Digest Logo

„როცა შეიძლება ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში" - დალი ჩიტალაძის ემოციური წერილი

1629698490
დალი ჩიტალაძე

მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ ხერხემლის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს. ამბობს, რომ შეიძლებოდა სამუდამოდ ინვალიდი დარჩენილიყო.

„ამ პოსტს ვუძღვნი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ცხოვრებაში ჯანმრთელობა, გულისხმიერება, სიკეთე და გვერდით დგომა პრიორიტეტულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს. ნარკოზიდან და ერთი დღე ღრმა ძილიდან გაბრუებულმა, ეკლესიის გუმბათების ლამაზმა ხმამ გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე ჩემს წინ ბავშვობაში წაკითხული ანდერსენის ზღაპრული ულამაზესი ქალაქის პეიზაჟი გადაიშალა, ვფიქრობდი კიდევ ლამაზ სიზმარს ვხედავ ალბათ მეთქი, მაგრამ ტკივილმა გამახსენა რატომ მოვხვდი აქ, გერმანიაში, ბავარიის კუთხეში, პატარა ქალაქ კულმბახის კლინიკაში. ამ ფიქრებში წასულს კიდევ უფრო მაფხიზლებს ულამაზესი მედდა კრისტინა, მხიარული თვალები შემომანათა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა უნდა აგაყენოო. მოკლედ, ისეთი მხიარულებით შხაპი მიმაღებინა, დამკრემა, დამმვარცხნა და მერე უგემრიელესი საუზმე თავისი ხელით მაჭამა…. თავი მართლა კეთილი ფერიების გარემოში , ზღაპარში მეგონა. მიუხედავად იმისა რომ ჩამიტარდა ხერხემლის ურთულესი ოპერაცია, ძალიან დიდ კომფორტით და გულისხმიერებით გაიარა პოსტოპერაციულმა პერიოდმა, 10 დღის მერე დავბრუნდი სახლში. ცხოვრებაში როცა აწყდები ასეთ სირთულეებს, რასაც ჯანმრთელობის დაკარგვის წინაშე დგები, როცა შეიძლება ინვალიდი დარჩე სამუდამოდ, ძალიან დიდი გადაფასებები ხდება შენში და შენს გარშემო ადამიანებშიც, არასოდეს წარმომედგინა რომ როდისმე ასეთი რამე დამემართებოდა, რა თქმა უნდა ქართველი ქირურგის შეცდომის შედეგი იყო რაც მჭირდა, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რომ არა საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,თბილისის მერია / Tbilisi City Hall, Kakha Kaladze, ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, Nino Nadiradze, Ia Parulava, Anri Jokhadze, Giorgi Gasviani, Olga Kheit, Maka Razmadze, Nana Shukvani, Mariam Kublashvili, Tika Sheri, Kristi Kipshidze Teona Metreveli, Ekaterina Jojua, Datuna Sulikashvili ამ სასურველ საწადელს ვერ მივაღწევდი და ამ სასწაულ ოპერაციის ავრორებს ექიმ Arkadiusz Kosmala და ექიმი Irakli Katsitadze, არ შემიძლია არ აღვნიშნო პატარა ბიჭის, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტის Dimitri Karchava უდიდესი ყურადღება, რომელიც კლინიკაში ზაფხულის არდადეგებზე სტაჟიორად მუშაობდა. და ბოლოს ჩემს შვილს ვახტანგ სუთიძე, რომელიც ერთი წუთით არ მომშორებია. ბედნიერებაა, როცა შენი ოჯახი და შენი მეგობრების გუნდი შენზე ასეთ ზრუნვას და გვერდით დგომას არ იშურებენ რომ თავი ისევ სრულყოფილ ადამიანად იგრძნო. გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, გისურვებთ ჯანმრთელობას “, - წერს დალი ჩიტალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ნახეთ, როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე დემეტრე თაქთაქიშვილი (ფოტო)

🔵„როგორ დაგტანჯეთ იესო, სიკვდილსაც შენ გაბრალებთ- უფალს თავისთან უნდა კარგებიო… როდის გავცხოველდით ასე?!" - მაიკო დემურიშვილი

🔵„როგორ დაგტანჯეთ იესო, სიკვდილსაც შენ გაბრალებთ- უფალს თავისთან უნდა კარგებიო… როდის გავცხოველდით ასე?!" - მაიკო დემურიშვილი