Digest Logo

სად დააკავეს სააკაშვილი? - „ის უკვე „მატროსოვზეა“, მისი ადვოკატი კი გვარამია იქნება

1633105744
საააკშვილი და მისის მომხრეები

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსანს ნიკა გვარამიას, ის ადასტურებს ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ სააკაშვილის ინტერესებს დღეიდან თავად დაიცავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას მისი მომხრეების სოციალურ ქსელში ასე ეხმაურებიან:

ნიკა გვარამია:

„სააკაშვილი მატროსოვზეა და მისი ადვოკატი დღეიდან მე ვიქნები“

ქეთი დევდარიანი:

„ბიძინაობის მოლოცვაც გვაკადრეს.
ხვალ გვაქვს ბოლო შანსი, მივცეთ ხმა ოპოზიციას და დავასრულოთ ეს ტლაპო, რომელსაც ბიძინაობა ჰქვია“.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„მოიცა კაცო, ტრუსავეცკში აიყვანეს? “

ირინა სარიშვილი:

„ხელისუფლება, რომელიც მთელი დღე ამტკიცებდა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში არ არის, ახლა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

არ ვიცი, ამჯერად სიმართლეს ამბობს თუ არა, მაგრამ ეს თუ სიმართლეა, ყველაზე მძიმე დასასრული აირჩიეთ, ქოცებო საკუთარი თავისთვის!

ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ამ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოც დასრულდება თუ გადარჩება.
მოვრჩით კაკუნს!“

ზურაბ ჭიაბერაშვილი:

არაფერი იცვლება: ხვალ ყველანი რეფერენდუმზე!
არჩევანი მარტივია: მონობა ან თავისუფლება.
სააკაშვილმა ეს არჩევანი გააკეთა.
ძალა ერთობაშია
საქართველო გაიმარჯვებს
P.S.
როგორ სისულელე იყო იმის მტკიცება, რომ სააკაშვილი ბლეფაობდა, ასევე სისულელეა მტკიცება, რომ არ დაუკავებიათ. არ მოსულა ბლეფაობა ასეთ ამბავზე. ქვეყნის მომავალია სასწორზე.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თქვენს იმედზე ვარ, სიცოცხლე გავრისკე - სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

🔵სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

🔵„იმ კაბასავითაა, ზოგისთვის რომ ლურჯი იყო და ზოგისთვის ოქროსფერი“ - როგორ ეხმიანებიან ცნობილები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას