16:36 / 18-07-2021
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ფეისბუკის პირად გვერდზე კორონავირუსით მეორედ ინფიცირებასთან დაკავშირებით ახალ კვლევას აქვეყნებს და წერს, რომ ინფექციისგან თავის დაცვის გზა ჰიგიენის წესების დაცვა და ვაქცინაციაა:
„4 მილიონიან პოპულაციაზე ჩატარებული კვლევით ირკვევა რომ გადატანილი კოვიდი, 65 წლამდე ასაკის ადამიანებში, დაახლოებით 77-83%-ით იცავს რეინფექციისგან. სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი. ამ ასაკიბრივ ჯგუფში გადატანილი კოვიდი მხოლოდ 47%-ით იცავს ხელახალი ინფიცირებისგან.
ზოგადად, სხვა კვლევებზე დაყრდნობით რეინფიცირება, შემთხვევების დაახლოებით 1%-ს შეადგენს.
ამ კვლევებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, კოვიდ19-ის გადატანა სრულად არ გვიცავს შემდგომი ინფიცირებისგან და ვაქცინაცია ყველასთვის აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 65 წელს გადაცილებულებისთვის.
P.S. დღემდე მახსოვს ისტერიული პოსტები, რომ თურმე რეინფიცირება შეუძლებელია. ეს ისტერია ჩემს ისტორიას მოჰყვა, როცა ვთქვი, რომ მეორედ გადავიტანე კოვიდი. არც მეტი არც ნაკლები არგუმენტად მოჰყავდათ, „ჩვენს პროფესორებს დავეკითხე და მითხრეს“ - დაიცავით პრევენციის წესები და აიცერით იმ ვაქცინით რაზედაც ხელი მიგიწვდებათ და უსაფრთხოა თქვენთვის“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„როდესაც დედა ხდები, აღზრდასთან დაკავშირებით უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს“
შოკისმომგვრელი ფოტოები ქობულეთის სანაპიროდან
„მათ ამისთვის მწარე ფასის გადახდა მოუწევთ“ – ფხაკაძე ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებზე