Digest Logo

„სექტემბერს არ შერცხვა, მაინც მოვიდა... არც დედამიწას გაუჩერებია ბრუნვა. მთვარეს ისევ მზე ცვლიდა... მხოლოდ ერთი მზის სხივი გამოკლებოდა სამყაროს“

1626429874
ტატა რევიშვილი

უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 9 წლის თათა რევიშვილის დედამ, მოდელმა თიკო ჩხეიძემ წიგნი გამოსცა. ამის სურვილი ავტორს ქალიშვილის, 9 წლის ტატიანას მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ გაუჩნდა. 

იგი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და მასში თავმოყრილია პატარა გოგოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, რომელიც მკითხველს არაერთ ცხოვრებისეულ საკითხზე დააფიქრებს.

ცნობილი მოდელისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის სიყვარულის ამბავი, წიგნის მთავარი ლაიტმოტივია. წიგნში, ქართული სამოდელო სფეროსა და სილამაზის კონკურსების დაფარულ მოვლენებსაც გაეცნობით.

პირადი ტრაგედიის მიუხედავად, ავტორი ცდილობს, არ დაამძიმოს მკითხველი და პარალელურად, მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ისტორიებს აღწერს.

გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან:

„სექტემბერს არ შერცხვა, თავის დროზე მაინც მოვიდა. არც დედამიწას გაუჩერებია ბრუნვა. მთვარეს ისევ მზე ცვლიდა ცაზე. მხოლოდ ერთი მზის სხივი გამოკლებოდა სამყაროს.

პრინცესა ტატა სექტემბერში აღარავის უნახავს.... ფერები, რომლებიც ასე მკვეთრი მეჩვენებოდა, გამქრალიყო. მხოლოდ მონატრება ჩანდა ლამაზი სახის, თბილი თვალების შორეულ გზაზე....“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვუყურებ და იმ არარაობებზე ვფიქრობ...“ - რას წერს ჩერგოლეიშვილი ბოკერიაზე?

„კურორტების უმეტესობა ინფრასტრუქტურულად არ არის, მოწესრიგებული ამიტომ ბავშვები ხვდებიან სხვადასხვა კლინიკაში“

„იმენა გად***ვა თავზე, გადაეცით მძ***ნა შევჭამ“ - ასტროლოგების სკანდალური დაპირისპირება