აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს ეხმაურება.
მისი თქმით, სიკვდილის მრუდი აღმავალია და ეს მრუდი შესაძლოა ყოველწუთიერად გაიზარდოს.
„სიკვდილის მრუდი ჯიუტად აღმავალია. თუ სასწრაფოდ არ დავიჯერებთ, რომ ყოველი აცრილი, სწორად მორგებული ნიღაბი, დაცული დისტანცია და ჰიგიენა არის მნიშვნელოვანი რესურსი ადამიანების გადასარჩენად, ეს მრუდი ყოველწუთიერად გახდება უფრო შემზარავი.
ნუ გააუფასურებთ სხვების უბედურებას. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი მსხვერპლი...“ - წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან" - გიორგი ფხაკაძე
🔵„დღესაც მივარდება სატურაცია 85-მდე, მიშველეთ“ - მძიმე კოვიდ ისტორია