სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
როგორც ის „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს სანამ უწყებაში მუშაობდა, მას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ პატრიარქს პენსიაზე გასვლა სურდა.
„2018 წლის ზაფხულში მე წამოვედი სუსიდან და პარტიაში გადავედი. სანამ წამოვიდოდი, დამიკავშირდა ერთ-ერთი ბიზნესმენი და მითხრა, რომ საპატრიარქოს თემასთან დაკავშირებით რაღაცებზე უნდოდა საუბარი. ჩავაყენე ჩემი ხელმძღვანელი საქმის კურსში და შევხვდი. ეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
ციანიდის ამბავი უკვე მომხდარია და ეკლესიაში იძაბება სიტუაცია. ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ პატრიარქს უნდა პენსიაზე გასვლა და არიან მეუფეები, რომლებმაც შეიძლება არაერთგვაროვანი რეაქცია გამოხატონ ამაზეო. აინტერესებდა უბრალოდ, მე რა ინფორმაციას ვფლობდი.
ანუ, როდესაც გავიდოდა პენსიაზე პატრიარქი მის სიცოცხლეშივე მოხდებოდა სხვა კანდიდატის შერჩევა და რა რეაქცია ექნებათ სხვა მეუფეებს ამ კანდიდატთან დაკავშირებითო. ამ მეუფეებთან რაღაც ფორმით რომ მოხდეს კომუნიკაცია და აზრის გაგებაო.
ჩხარტიშვილმა თქვა, რომ პენსიაზე გასვლა პატრიარქის თხოვნა იყო და მას სთხოვა, რომ დახმარებოდა",- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ პატრიარქს მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.
„მე ვთქვი, რომ ეს შეუძლებელი იყო და არევდა ეკლესიაში სიტუაციას. მე შევეეწინააღმდეგე ამ იდეას, გამოვედი ამ თემიდან.
შემდეგ ყოფილა შეხვედრები, რასაც მე არ დავსწრებივარ და რაზედაც საუბრობენ იერარქები. 7 თუ 8 მეუფე იყო, ვისთანაც შედგა ამ ტიპის საუბარი. ერთი რამ ვიცი, რომ ყველა მეუფე მივიდა პატრიარქთან და უთხრეს ამის შესახებ. აღმოჩნდა, რომ პატრიარქს ეს არ უთქვამს", - ამბობს სოსო გოგაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: