Digest Logo

„წასაკითხად მძიმეა, უხამსიც...!“- ელისო კილაძეს ასმათ დვალიშვილზე ინფორმაცია მიაწოდეს

1617464883
ელისო გოგი ასმათი

2021 წლის 17 მარტს გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ის ბრალს არ აღიარებს და მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თავად ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ეთერში ბერა ივანიშვილის გინების გამო.

ჟურნალისტი ელისო კილაძე კი სკანდალური საქმის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გოგი წულაიას საქმის მთავარი მოწმის, ასმათ დვალიშვილის ნათესავი დაუკავშირდა და ასმათის შესახებ პიკანტური ინფორმაცია მოუყვა.

„მძიმე დილემის წინაშე ვდგავარ - დაგვიკავშირდა გოგი წულაიას საქმის მთავარი მოწმის, ასმათ დვალიშვილის ნათესავი, მოგვიყვა მისი ცხოვრების ფრიად პიკანტური დეტალები, არ მალავს ვინაობას, წასაკითხად მძიმეა(უხამსიც) როგორ ფიქრობთ, უნდა დავბეჭდოთ ?!", - წერს ელისო კილაძე ფეისბუქზე.

გოგი წულაიას ქალზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.