ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუკში ერთ-ერთ ადამიანს ამხელს, რომელმაც, მისი თქმით, მამის გარდაცვალების გამო ფული სთხოვა, თუმცა მისი მამა წლების შემდეგ ცოცხალი აღმოჩნდა.
„მოსკოვიდან დამირეკა… ხმამაღლა ქვითინებდა: მამა მომიკვდა და გზის ფული არ მაქვსო…
საშინელებაა კაცის ქვითინი…
გზის თანხაც გავუგზავნე და სახარჯოც…
ორი წლის მერე, მე გარდამეცვალა მამა…
ვდგავარ პანაშვიდზე… ვიღებ სამძიმრებს და!!!
ხელს მართმევს ჩემი ნაცნობის გარდაცვლილი მამა…
ბევრი არაფერი დამაკლდა მამაჩემს რომ არ გავყოლოდი
ჰოდა ეს ნაბიჭვარი აფერისტი, ანტივაქსერების ჯგუფში ჩემს ლანძღვა გინებას ალაიქებს და აკომენტარებს – აფერისტიაო
რომ დავწერე მისი ისტორია, კომენტარი სასწრაფოდ წაშალა და დამბლოკა”- წერს სულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
🔵„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს"
🔵 „კოვიდის დროს არაფრით შეიძლება ბევრი სითხის მიღება! “ - გადელიას გულახდილი საუბრები კოვიდზე