Digest Logo

„ვულოცავ თალიკოს, შვილმკვდარ და გულმკვდარ დედას!“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

1625821095
ბაია პატარაია

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძეს მკვლელობას ეხებოდა. ამას უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგში ეს „საფარის“ პირველი საქმეა.

„გუშინ მოვიგეთ მარიკა წივწივაძის (ილია უნიში რომ ლექტორი მოკლეს) საქმე სტრასბურგში. ეს საფარის პირველი საქმეა სტრასბურგში, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ასეთი ძლიერი გადაწყვეტილება არათუ ოჯახურ ძალადობაზე არ აქვს სტრასბურგს, არამედ საერთოდაც იშვიათია. სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა როგორც მატერიალურ(!) ისე პროცედურულ(!) ნაწილში და თან დაადგინა მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში, ანუ მიიჩნია დისკრიმინაციულად(!), ეს არის მართლა უპრეცედენტო გადაწყვეტილება! სასამართლო პირდაპირ საუბრობს, რომ პოლიციელებმა იცოდნენ შესაძლო რისკების შესახებ და ფეხებზე დაიკიდეს ეს ქალი, სწორედაც რომ გენდერის გამო, რადგან სისტემურად ფეხებზე ეკიდა საქართველოს ქალთა მკვლელობები და ოჯახში ძალადობა 2014 წელს. ის ამბობს, რომ დაუჯერებელია, რომ 2 წელი პასუხი არ გვაღირსა პროკურატურამ ჩვენ საჩივრებზე და ბოლოს მარტო ის მოგვწერა, რომ ჩვენ წერილებს საერთოდ იღებდნენ, და არაფერი იმაზე, თუ რატომ არ იწყებოდა გამოძიება პოლიციელების გულგრილობის შესახებ. სასამართლო აცამტვერებს პოლიციის და პროკურატურის მუშაობს ოჯახში ძალადობის მიმართ საქართველოში, მიიჩნევს მას სისტემურ და დისკრიმინაციულ პრაქტიკად! მოკლედ, თავს ლაფი დაასხა სტრასბურგმა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე. გამარჯვება უნდა იყოს ასეთი! აუცილებლად გავმართავთ საჯარო დისკუსიებს ამ საქმეზე და ის შევა არამარტო საქართველოს იურიდიულ სახელმძღვანელოებში. ვულოცავ თალიკოს შვილმკვდარ და გულმკვდარ დედას, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და გაიმარჯვა!, – წერს პატარაია.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს „ილიაუნის“ C კორპუსში, მეორე სართულზე, 33 წლის ლექტორს, მაკა წივწივაძეს, ყოფილმა მეუღლემ – ლაშა მაღრაძემ, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბოდიში ამაზე არ მოუხდიათ...“ - რას ამბობს იუნა შაფათავა

„შინაგანი განწყობა მაქვს მკაცრი და გაბრაზებული. შინაგანად მინდა, რომ დავსაჯო“ - ნატალია ქუთათელაძე

„ბათუმის სანაპიროზე ერთი სიმინდი 3 ლარი ღირს, 10 ცალი თხილი 10 ლარი“ – რას წერს თამუნა ყურაშვილი