აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული აშშ-ის მიერ საქართველოსთან მიმართებით გავრცელებულ სამოგზაურო რეკომენდაციებს აქვეყნებს, სადაც მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლისგან თავის არიდებს ურჩევენ კოვიდ-19-ის სხვადასხვა ვარიანტისგან დაინფიცირების საშიშროების გამო, რომელიც ორმაგად აცრილ მოქალაქეებსაც ემუქრებათ.
„საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის. აშკარად არ სცემენ პატივს ქართულ მენეჯერულ ნიჭს და გაქანებას პატივცემული ტონი და ძმანი და დანი მისნი.
ზაფხულის ბოლოსკენ და ადრე შემოდგომაზე დაახლოებით წარმომიდგენია, რა იქნება.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ერთმანეთს. გახსოვდეთ, თქვენი კომფორტის მიღმა ვიღაცის სიცოცხლე იწყება და… მთავრდება“.