Digest Logo

„ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

1645700291
გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

გიგი დედალამაზიშვილი მეუღლესთან, უკრაინელ მარინა კარპისთან ერთად ამჟამად თბილისში იმყოფება, მაგრამ მარინას მთელი ოჯახი უკრაინაში ცხოვრობს. ის სთხოვს ჟურნალისტებს, არ დაურეკონ კომენტარზე და აქვეყნებს ვრცელ სტატუსს საკუთარი ემოციების გამოსახატავად:

„არ არის აუცილებელი, იყო პოლიტიკოსი ან ისტორიკოსი, რომ იცოდე, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. რამდენი ომი უნდა მოხდეს კიდევ, რამდენი სიცოცხლე შეეწიროს და რამდენი თაობა უნდა დაზარალდეს, რომ ჭეშმარიტება გავაცნობიეროთ – ომებში მოგებულები არ არიან. დღევანდელი დღის უსამართლობის გამო ყვირილი მინდება. ჩვენი, უბრალო ხალხის, არავის ესმის? დედაჩემი მეუბნება, რომ კი და მეც მინდა მჯეროდეს. ამ დღეებში რუსეთიდან უამრავი მესიჯი მომდის: „გვრცხვენია“, „ჩვენ არაფერს ვწყვეტთ“, „ჩვენი სიტუაციის მძევლები ვართ“, „არ გვინდა ომი“. ასე რატომ ხდება? რიტორიკული კითხვაა.

გულწრფელად მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის აგრესიულ პოლიტიკას ეთანხმებიან, მაგრამ ამაზე არ დათანხმება უდრის დაჭერას და ეს არის შეკრული წრე. მინდა, ჩემმა აუდიტორიამ რუსეთიდან იცოდეს, რომ მე უკრაინელი ვარ!. დავიბადე დონეცკში და გავიზარდე ბებიასთან, ყირიმში, გავთხოვდი და ბავშვები გავაჩინე საქართველოში. არც ერთი ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი ადგილიდან ანექსიის გარეშე არ დარჩა და ეს უკვე აღარ არის დამთხვევა. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. წერტილი. ამას უნდა შეეგუოს ყველა, ვისთვისაც ეს კომფორტული არ არის ან ვისაც არ აწყობს. დიდება უკრაინას, საქართველოს გაუმარჯოს!.

პ.ს. სპეციალურად გამოვრთე კომენტარები. ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ – თქვენი დრო არ დაკარგოთ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე, თქვენ კი კომენტარებს მთხოვთ? აქ საერთოდ რაიმე კომენტარი საჭიროა ?“, - წერს მარინა კარპი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ღორები რომ შემოიჭრნენ უკრაინაში… დაარბიეთ ყველაფერი, რაც კავშირშია რუსეთთან“ – ვანო ნადირაძე უკრაინიდან

🔵„რამდენი წელი გწმინდოთ ნამუსი? რამდენი წელი ისხდებით ჩემს ხარჯზე თბილ სავარძლებში?“ - რას წერს ლალი მოროშკინა

🔵ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

🔵სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს