გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია ჟურნალისტი, მერსი სულხანიშვილი. ჟურნალისტის კითხვაზე „ბებიამ მამა წაართვა თუ არა“, მერსი პასუხობს, რომ ბებიამ მამასთან დააშორა.
როგორც თავად მერსი ამბობს, მამა დიდად შეძლებული არ იყო, რის გამოც სიძედ დაიწუნეს.
„ბებია კონსერვატიული ხასიათის ქალბატონი იყო და არ უნდოდა მასზე დედას დაოჯახება, რადგან სხვადასხვა სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ.
სიძედ დაიწუნეს, რადგან შეძლებული არ იყო, დედის ოჯახი კი შეძლებული იყო. მიუხედავად ამისა იქორწინეს, მაგრამ მაინც დაშორდნენ ბებიას წყალობით“,- ამბობს სულხანიშვილი.