Digest Logo

„ჩემი ყოფილი ქმრის ცოლთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს“ - თიკა ჯამბურია

1630006676
მომღერალი თიკა ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია თავის პირადზე „სარკესთან“ საუბრობს.

- თიკა, თუ გიგრძნიათ, რომ ნინამ განიცადა ან განიცდის მშობლების გაყრას?

- ნინას არ უცხოვრია დედასთან და მამასთან ერთად და არ იცის, როგორია ოჯახური ცხოვრება, ალბათ ნაკლებად განიცდის. ამას ისიც ემატება, რომ მე და ბექას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ბავშვს სიყვარულს არ ვაკლებთ.

– ბექას ოჯახი ჰყავს, ორი შვილი. გაქვთ ერთად შეკრების, ერთად გასეირნების ტრადიცია?

– კი. როცა ამის საშუალებაა, ვცდილობთ, ბავშვებიც ერთად იყვნენ. ნინას ორი და ჰყავს და ძალიან უყვარს მათთან ყოფნა. 10 წლის წინ დანგრეული ურთიერთობის გამო დღეს გაბუტულები ხომ არ ვიქნებით? ამ 10 წელში ყველაფერმა გაიარა, ყველაფერი დალაგდა და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

ზოგადად, არ მიყვარს ვიღაცის დაწესებული ნორმებით ცხოვრება. ვიღაცამ თქვა, რომ გაშორებული ცოლ-ქმარი აუცილებლად მტრებად უნდა დარჩნენ. არ ვთვლი ჩემს ყოფილ ქმარს მტრად და არც ცუდი ადამიანია.

– ანუ მეგობრობა უფრო კარგად გამოდით, ვიდრე ოჯახური ცხოვრება გამოგივიდათ?

– შენი შვილის მამასთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გქონდეს. ნინას დებიც ძალიან მიყვარს. მეც ორი და მყავს და კარგად ვიცი ამის ფასი, ამიტომ არ მესმის, რატომ არ უნდა შევუწყო ხელი, რომ ნინას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ბექას შვილებთან. მე ბექას ცოლთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეს ბევრს არ ესმის, მე კი მათი არ მესმის.

წყარო: sarkenews.ge