ოთარ ტატიშვილის და თიკა სვანიშვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ თიკამ დეტალურად ისაუბრა. ნახეთ რას ჰყვება სტომატოლოგი, რომელთანაც ოთარს ერთი გოგონა ჰყავს.
19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა
ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის ოთარ ტატიშვილისა და თიკა სვანიშვილის ოჯახი უკვე 25 წელს ითვლის. ოთარისთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. თიკა სვანიშვილი „სარკეს“ გულწრფელად უყვება სიყვარულის ამბავს და არ უარყოფს, რომ როდესაც ოთართან ცხოვრება დაიწყო, ის ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო.
„დედამ მითხრა, ახლა ვერ ხვდები რაღაცებსო, და მართალიც იყო. დღეს რომ ვიდგე იმავე გადაწყვეტილების წინაშე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდებოდი. იმას არ ვამბობ, რომ ვნანობ. ერთი წამითაც არ მინანია, ისევ ისე გავივლიდი იმ ყველაფერს, როგორც გამოვიარე. მე იმას ვამბობ, რომ თურმე იმაზე მეტად სანერვიულო იყო, ვიდრე მეგონა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემს შვილს ორი უფროსი ძმა ჰყავს, რომლებიც მისთვის ყველაფერი არიან. შოთიკო ნანიკოზე ორი წლით უფროსია. ყოველწამიერი ურთიერთობა აქვთ და ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!“ – ამბობს ქალი.
მისი თქმით, ძალიან გაუჭირდა ჭორებთან გამკლავება, რადგან ინსტიტუტში ოთარი ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყო, რომელსაც ყველა იცნობდა და როცა შეუღლდნენ, მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა.
„ამას არ უარვყოფ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ჩვენ ისეთი გრძნობა გვქონდა, რომელსაც დედამიწის ზურგზე წინ ვერავინ დაუდგა“, – ამბობს ტელეწამყვანის მეუღლე.
წყარო: sputnik-georgia.com