მომღერალი ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ დენგოვზე დაინიშნა. მომღერალმა PEOPLETALK-ს განუცხადა, რომ უკვე 2 თვეა, რაც ქორწილისთვის ემზადება.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურია და ბიზნესმენი ლევ დენგოვი ქორწინდებოდნენ.
დისკუსიის მიზეზი მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო იყო, რომელშიც ქეთას ნიშნობის ბეჭედი ეკეთა.
ცნობისთვის, ქეთა თოფურია ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული. მისი რჩეული ბიზნესმენი ლევ გეხმანი გახლდათ. მათ საერთო შვილი ოლივია ჰყვათ. წყვილი 3 წელია რაც ერთმანეთს დაშორდა.