Digest Logo

მილიონერ კობა ნაყოფიას 20 წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს - ვინაა მისი რჩეული?

1634652144
კობა ნაყოფია

მილიონერ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“  წევრს კობა ნაყოფიას ორი შვილი ჰყავს, ნიკა, რომლის მეუღლეც მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილია და ნატალია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც კარგი მუსიკოსი, რომელმაც ბერკლის პრესტიჟული სასწავლებელი დაამთავრა. ნატალია და ნიკა კობა ნაყოფიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, თუმცა პირველ მეუღლეს გაშორებულია.

ის რამდენიმე წელია უკვე, მასზე 20 წლით უმცროს მშვენიერ ქალბატონზეა დაქორწინებული. გვანცა ბიწკინაშვილთან მას ვაჟი - 4 წლის გიორგი ჰყავს.

ამბობენ, რომ გვანცა სწორედ ნაყოფიას ქალიშვილის ნატალიას მეგობარია და მამამ ის შვილის მეშვეობით გაიცნო.

„ვანო ჯავახიშვილის შოუს“ სტუმარი კობა ნაყოფია იყო, გადაცემის ვიდეო კი გვანცამ გააზიარა, სადაც წერს:

„კი, კი, კარგი ქმარი ავარჩიე ჩემი თავისთვის!..“

უახლესი დეკლარაციის თანახმად, ნაყოფია ფლობს 8 სახლს თბილისში, ვილას კანარის კუნძულებზე, აგარაკს გონიოში, ბინას და სახლს მოსკოვში, უახლესი მოდელის 7 ძვირად ღირებულ ავტომანქანას და ლადო გუდიაშვილის ორ ფერწერულ ტილოს.