Digest Logo

რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია

1610723561
ხატია შამუგია

პარფიუმერული ქსელის „ICI PARIS“ მარკეტინგისა და PR-ის მენეჯერი ხატია შამუგია გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო, სადაც ერთ-ერთი სახალისო ამბავი გაიხსენა, რომელიც მას და მის მამამთილს გადახდათ.

„ცოლ-ქმარის სტატუსით მე და აჩიკო მეორედ შევხვდით ერთმანეთს. წინა წლის 31 დეკემბერს შუადღეს მოვაწერეთ ხელი. ოჯახურ ფუსფუსში, სადაც მე ვიყავი დიასახლისი და არსად მეჩქარებოდა, პირველად შევხვდით ახალ წელს. ძალიან სახალისო იყო. აჩიკომ არ იცოდა ჩემი ცრურწმენები, უფრო სწორად, დავარქვათ ტრადიციები. ძალიან მაინტერესებს მეცნიერება, რომელსაც ჰქვია ასტროლოგია. თავიდანვე ვიღებ რეკომენდაციებს, დეკემბრის დასაწყისში უკვე ვურეკავ მიხეილ ცაგარელს და ვეკითხები, რა ფერის კაბა უნდა ჩავიცვა, როგორი საყურე უნდა მეკეთოს, რომელი ბეჭედი, თმა როგორ უნდა მქონდეს. წელსაც შევათანხმე ფერები. გავიგე სანთლის ფერები, რამდენი სანთელი უნდა მქონოდა სუფრაზე და ა.შ. სახლში განვაცხადე, რომ 12 საათზე გარეთ უნდა გავიდე, რადგან მეკვლე ვარ-მეთქი. 1-ის ხუთ წუთზე უნდა შემოვსულიყავი. ვიცოდი, რომ ციფრი ხუთიანი იყო იღბლიანი, მანამდე ხუთი სანთელი ავანთე. ნიკუშა ეუბნებოდა აჩიკოს, გაანებე თავიო. შიგნიდან მეძახდნენ, შემოხვალო?..

მაგიდაზე მედო ბრინჯი და დღემდე მიდევს, სხვათა შორის… ყველაზე მაგარი იყო ის, რომ პირველ იანვარს აჩიკოს დედ-მამა და ძმა მესტუმრნენ. აჩიკოს მამა ეკითხება ჩემს დედამთილს, თეფშზე რატომ დევს ბრინჯი და ხუთი ცალი ლარიანი, რაიმე შესაწირიაო? აჩიკომ აუხსნა, რატომაც იდო სუფრაზე ეს ყველაფერი“- ამბობს ხატია შამუგია.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

დაათვალიერეთ ნათია ლაზაშვილის სამსართულიანი სახლი ძველ თბილისში

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე