59 წლის მაია ჯაბუა ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და მისაღებია.
მაია ჯაბუა პროფესიიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყოველთვის იქცევდა ყვითელი პრესის ყურადღებას.
დღეს „დაიჯესტი“ ამ სტატიაში სწორედ მომღერალ მაია ჯაბუას პირად ამბებს გიამბობთ:
კარიერა
მაია ჯაბუამ კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მოსწავლე პიონერები სკოლისკენ მიიჩქაროდნენ.
„მზიურიც“ ამ პერიოდში დაარსდა. ცნობილმა მომღერალი 6 წლის ასაკიდან მღერის. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა ინგლისური ენის სპეციალისტია, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია. „მზიურში“ მაია ჯაბუას გამოჩენას საზოგადოება დღემდე ვერ ივიწყებს. მისი შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" ახლანდელმა თაობამაც კი ზეპირად იცის.
1971–1986 წლებში ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში მღეროდა; იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ ანსამბლ “მზიურში”. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. პირველი მისი გასტროლი ჰოლანდიაში იყო. იმ დროინდელი საქართველოსთვის ეს წარმოუდგენელი შემთხვევა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მომღერალს 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.
ქმრები
მაია ჯაბუას პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი გახლდათ, რომელთანაც მომღერალმა 6 წელიწადი იცხოვრა. მათ საერთო შვილი ლევანი ჰყავთ.
„ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.
რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.
28 წლის თორნიკე ბერიკაშვილი მაია ჯაბუას და მსახიობ ლევან ბერიკაშვილის საერთო შვილია.
მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული, თორნიკე კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ლევან ბერიკაშვილი სოხუმის თეატრის მსახიობი გახლდათ. ქორწინების შემდეგ წყვილი სოხუმში ცხოვრობდა. როგორც ლევან ბერიკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, თორნიკე 3-4 წლის იქნებოდა, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და სოხუმის დატოვება მოუწიათ.
„ჩემი უფროსი შვილი, თორნიკე 3-4 წლის იყო. ძალიან გამიჭირდა შვილისა და ცოლის იქიდან გამოყვანა. მაშინ ჩემი მეუღლე მაია ჯაბუა იყო. ბავშვი მეხრჩობოდა, ისეთი ჭყლეტა იყო. ერთ მომენტში დავკარგე და მაიამ, ჩემმა მეუღლემ იპოვა.
მერე რუსმა ჯარისკაცმა უშველა, თორემ მომიკვდებოდა. საშინელი გასახსენებელია ის მომენტები. მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გამოვლას. უამრავი მეგობარი დავკარგე“, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი.
თორნიკე ახლა 28 წლის გახლავთ. პოპულარული მშობლებისგან და არანაკლებ პოპულარული დის, ლიზა ყენიასგან განსხვავებით, ის ჩრდილში ყოფნას არჩევს. ჰყავს მეუღლე, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.
მეორედ აჩიკო ყენიაზე დაქორწინდა და მასთან ცნობილი მომღერალი ლიზა ყენია შეეძინა.
სკანდალური იყო მისი მესამე ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ - ვახტანგ ქუთათელაძესთან, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს, ის 15 წლის არის.
მაიას მეორე ქმრისგან გაჩენილ შვილთან დღეს საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ლიზა ყენიას უკვე საზოგადოება კარგად იცნობს. დედა-შვილის ურთიერთობა დღემდე საინტერესოა საზოგადოებისთვის, ლიზა 23 წლის არის.
„ერთხელ ჩემმა გოგონამ, ლიზამ მითხრა: სხვა დედებივით ენის მოჩლექით რომ დამელაპარაკო და მომესიყვარულო, გავგიჟდებიო. ეს არც დედაჩემს შეეძლო და არც მე შემიძლია. სამი შვილი მყავს: 24 წლის თორნიკე, 15 წლის ლიზა, 7 წლის ნიკუშა. სამივეზე ვგიჟდები, მაგრამ მთლად "ჩიტუნიებსა და მერცხლებს" ვერაფრით დავუძახებ. კარგად მესმის, შვილები რომ იზრდებიან, თითქოს, ნელ-ნელა გვშორდებიან - ეს ბუნებრივი პროცესია. ვფიქრობ, გონიერი მშობელი უნდა მიხვდე, რომ სასურველია, ასევე ნელ-ნელა "გაუშვა" შვილი შენგან, გაუშვა მშვიდად და უმტკივნეულოდ. შვილის გარდატეხის ასაკს პირველად რომ შევეჯახე, როდესაც ვიგრძენი, თორნიკე ჩემგან "მიდიოდა", რაღაც ძალიან მეტკინა სულში. იოლი არ იყო მისი დაგვიანებების ატანა, მის მოლოდინში ღამეების თენება, პირველი დათრობა, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. მთავარი ის იყო, რომ იცოდა, იქვე ვიყავი და რა წამსაც დავჭირდებოდი, შეეძლო დაეძახნა. შვილმა შეიძლება წაიფორხილოს, წაიქცეს კიდეც, მაგრამ მე იმისთვის ვარ, რომ წამოვაყენო... როცა მამა გარდამეცვალა, უკვე დიდი ვიყავი, შვილებიც მყავდა; რამდენიმე წელიწადში დედაც გარდამეცვალა და იცით, რა ვიგრძენი? ზურგს უკან მციოდა - კედელი, რასაც ჩემი მშობლები წარმოადგენდნენ, თითქოს გაქრა, თითქოს ხერხემალი გამომეცალა. მერე, რაღაც პერიოდი გავიდა და თავად გავხდი კედელი ჩემი შვილებისთვის. თორნიკე უკვე კაცია. მგონი, ცოლის შერთვასაც აპირებს (იღიმის). ნიკუშა პატარაა, ახლა სჭირდება ჩემი მოფერება და კოცნა. აი, ლიზა კი სწორედ იმ ასაკშია, ჩემგან წასვლას რომ ცდილობს,“- ამბობს მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომღერალი მედიასთან ხშირად არ კონტაქტობს, თუმცა როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, დღეს ბედნიერი ქალია.
„ძალიან ბედნიერი ვარ! ამ ქვეყნად ტყუილად არაფერი ხდება. განსაცდელიც შენი გამოცდაა; იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად და ღირსეულად იქცევი ამა თუ იმ სიტუაციაში, შესაბამის საფასურს იღებ იმავე ღმერთისგან, რომელმაც განსაცდელი მოგივლინა.
არც ერთ განსაცდელს არ დავმალვივარ და ისე ვხვდებოდი, როგორც ამას ჩემი ზნეობა მკარნახობდა. არ ვიცი, ვინ რას გულისხმობს ადამიანის სიძლიერეში, ჩემთვის კი პიროვნება მაშინ არის ძლიერი, როცა მძიმე ვითარებაშიც არ იკადრებს იმას, რაც ღირსეულ ადამიანს არ ეკადრება,“- ამბობს მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.