Digest Logo

„სკოლაც არ მქონდა დამთავრებული, დედა რომ გავხდი“... 2 წარუმატებელი ქორწინება და „ნაშვილების“ სტატუსი - მანანა თოდაძის სკანდალური პირადი

1708429260
მანანა თოდაძე

„ფარშავანგი გალიაში“, „იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა“ - დიახ, ამ ორი სიმღერით მთელმა საქართველომ გაიცნო ნიჭიერი მომღერალი მანანა თოდაძე.

მომღერალი მანანა თოდაძე იუბილარია, ის 20 თებერვალს 66 წლის გახდა.

დღეს მისი პირადის შესახებ გიამბობთ. მომღერალი ჟურნალისტებთან პირადის შესახებ თამამად და გულღიად საუბრობს.

დაოჯახება

„სკოლაც არ მქონდა დამთავრებული, ძალიან ადრეულ ასაკში გავხდი დედა და უკვე მზად ვიყავი ოჯახისთვის. ვრეცხავდი, ვხეხავდი, სადილებს ვამზადებდი. როდესაც სრულყოფილი ოჯახი გვქონდა, კარი არ იკეტებოდა. სადილზე მხოლოდ ოჯახი არასდროს ვმსხდარვართ. ძალიან კარგი ოჯახური სიტუაცია იყო და ჩემს მეუღლეს არ უნდოდა, მე გარეთ გავსულიყავი. იმისიც მესმის, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ მე ვერ დავანებებდი სიმღერას თავს.

შეიძლება, კარგი მზარეული ვარ, მაგრამ მე სამზარეულოს ქალი არ ვარ. სიმღერის გარეშე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ამ გაუგებრობის გამო გადავწყვიტე, მიმეხედა საკუთარი თავისთვის. მე ძალიან მომთმენი და პრინციპული ვარ. ბევრს ვითმენ, მაგრამ როცა ზღვარს გადადიან და დავსვამ წერტილს, იქ დამთავრდა ყველაფერი, ვერანაირი ძალა ვერ შემაცვლევინებს აზრს. ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე და მივხვდი ერთ რამეს, უფალი რომ გაძლევს ასეთ ნიჭს, ხმას – შეგიძლია, გამოხვიდე და უამრავ ადამიანს ასიამოვნო, მე რა უფლება მაქვს, ის ნიჭი, რომელიც უფალმა მაჩუქა, არ გამოვიყენო?! დავჯდე სახლში და სამზარეულოში გავატარო მთელი ცხოვრება. მე ვერ გავუძლებდი ამას, დარდი მომკლავდა და დღეს აქ არ ვიჯდებოდი. სიმღერის გარეშე იგივე ვიქნებოდი, ადამიანს ხელ-ფეხი რომ მოაჭრა და უმოძრაოდ იყოს. მე ერთს ვნანობ, რომ ეს ნაბიჯი ცოტა ადრე უნდა გადამედგა“,- იხსენებდა თოდაძე.

ამონარიდი მანანა თოდაძის ინტერვიუდან

– საკმაოდ ადრეულ ასაკში შექმენით ოჯახი, რომელიც მალევე დაგენგრათ. დღევანდელი გადასახედიდან ეს შეცდომა იყო?

– ჩემი აზრით, ადრეულ ასაკში არ უნდა გათხოვდეს ქალი. 16 წლის გავთხოვდი და ბევრჯერ სინანულით მითქვამს, მე ბავშვობა არ გამივლია, ბავშვობიდან პირდაპირ ქალობაში გადავედი-მეთქი. დღეს, მაინც ბედნიერი დედა ვარ, მყავს არაჩვეულებრივი შვილები. მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც ვნანობ, რომ ის ახალგაზრდული წლები, ისე ვერ გავიარე, როგორც საჭირო იყო.

– მეორეჯერ რომ გათხოვდით, უკვე ისეთ ასაკში იყავით, ყველაფრის გააზრება არ იყო რთული. თუმცა, მაინც მარტო ხართ დღეს…

– ხელოვანი ადამიანის ცხოვრება ცოტა რთულია. მე ცხოვრებაში ვგულისხმობ სამსახურისა და სახლის საქმეების შეთავსებას. არის მამაკაცების კატეგორია, რომლებსაც არ უყვართ, როცა ცოლი სამსახურში მიდის და გვიანობამდე მუშაობს. მე მოზღვავებული ენერგიის ადამიანი ვარ და ერთ ადგილზე რომ დამსვათ დიდხანს, ეს ენერგია გადამწვავს (იცინის). კარიერისა და ოჯახის შეთავსება ცოტა რთულია. საერთოდ, პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს საუბარი და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ციხესიმაგრეა, სადაც ვერავის შევუშვებ. თან, არავის არაფერს ვაბრალებ, განვლილმა წლებმა ის დამანახვა, რომ საკუთარ თავში ვეძებო იმის მიზეზი, რაც ხდება და მოხდა ჩემს თავს.

– რა არის თქვენთვის ამორალური?
– ღალატი. მე ერთს ვიტყვი და რამდენიმე წინადადებით ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. მე არასდროს არ ავალ დაქალის ოჯახში, თუ ჩემი დაქალი არ არის სახლში. მე არასდროს არ შევქმნი იმ უხერხულ სიტუაციას, რომ მეგობრის ქმართან მარტო დავრჩე სახლში. ყველაფერი ქალების ბრალია. ქალები ვართ მაცდურები.

– გაგიჭირდათ მოსკოვში საკუთარი ადგილის პოვნა და ადგილის დამკვიდრება?

– საერთოდ, ყველაფერი რთულია ამ ცხოვრებაში. თუ არ იშრომე და შენი ადგილი შენვე არ დაიკავე საზოგადოებაში, ისე არაფერი გამოვა. მთელი ათი წელი დამჭირდა ამისთვის. ბევრი ქართველი ცხოვრობს მოსკოვში და ხშირად ვიკრიბებით, დაბადების დღეებს ერთად ვიხდით, ერთმანეთთან ოჯახებში დავდივართ სტუმრად. მეგობრები რომ არ შევიკრიბოთ, ისე კვირა არ გავა. ძალიან დაკავებულები ვართ, მაგრამ ერთმანეთისთვის დრო ყოველთვის გვრჩება.

– თქვით, რომ უფალი სამჯერ გამოგეცხადათ სიზმარში. როდის მოხდა ეს, თქვენი ცხოვრების რა მომენტში, როგორი იყო თითოეული სიზმარი და თუ იქონია ამან თქვენს ცხოვრებაზე გავლენა?

– უფალი ყველას არ ესიზმრება, სწორედ ეს არის ჩემთვის ბედნიერება, ამის პატივი, რომ მერგო. სამჯერ დამესიზმრა და სამივეჯერ ეკლესიაში იყო. როდესაც ძალიან მიჭირს, სწორედ, მაშინ მესიზმრება. მესამე სიზმარი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საოცარი იყო.

გულის შეტევით მოვხდი კლინიკაში. საოპერაციო მაგიდაზე „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდი.

მხოლოდ უფლის იმედი მქონდა. რეანიმაციაში დამესიზმრა: ეკლესიაში ვიჯექი სკამზე. მარცხენა მხარეს მედგა ორი მოძღვარი, ღია ფერის სამოსელში. გავიხედე წინ და უცებ ტაძარში თეთრი სინათლე შემოიჭრა, ამ სინათლეში ნელი ნაბიჯით ჩემკენ მოდიოდა უფალი იესო, სულ თეთრებში გამოწყობილი. მომიახლოვდა და მოძღვრებს მიმართა: „ეს გოგო უნდა გადავარჩინოთ“. ჰაერში ხელები ჩამომისვა და გამეღვიძა. პირველად გავიგე უფლის ხმა. ვერ გადმოგცემთ, რა დღეში ჩავვარდი. სიხარულით ტირილი ამივარდა, ემოციას ვერ ვმალავდი, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. გადავრჩი, უფალმა გადამარჩინა.

 

„ნაშვილების“ სტატუსი

მომღერალი გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” ბავშვობის ტრავმას იხსენებდა. მისი თქმით, 7 წლის ასაკში, მეზობელმა ეზოში თამაშის დროს მიაძახა, რომ ნაშვილები იყო.

„მატარებელში ხარ ნაპოვნი კალათაშიო. დამინგრია ცხოვრება… იმიტომ რომ, დიდი ხანი დამჭირდა დავრწმუნებულიყავი. ძალიან დიდი ტრავმა იყო. ჩავიკეტე იმ დღის მერე, სწავლასაც თავი დავანებე. ოჯახში ვერ მამჩნევდნენ. მშობლებმა ეს არ იცოდნენ. ეს გრძელდებოდა ერთი თვე…

დედას ვეძებდი… დამრიგებელმა შემატყო რომ ხასიათზე ვერ ვიყავი. გაკვეთილების მერე დამტოვა. რა მოგივიდა შვილიო… ტირილით ჩავეხუტე და ვეხვეწებოდი დედა მაპოვნინე მეთქი… იმდენად დიდი ტკივილი იყო ეს ჩემთვის, დღესაც მშვიდად არ შემიძლია მოყოლა”

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მოგვიანებით მშობლებმა ეს ამბავი გაიგეს და ძალიან დიდხანს დასჭირდათ მისი დარწმუნება, რომ მათი შვილი იყო.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ილია დედა“ ამ სიტყვებზე უფრო საოცარი რა უნდა გაეგო სამყაროს დღეს...“ - ილია თოფურიას დედის ემოციური ვიდეო

🎥 „მადლობა რომ ხარ და რომ, ჩემი შვილი გქვია“ - ნატო გელაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„დედისთვის რომ მომესმინა და დამეჯერებინა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და რეალობასაც ავცდებოდი“ - დათო ლიკლიკაძე