სოციალურ ქსელში მომღერალმა ქეთა თოფურიამ საქმროსთან ლევ დენგოვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოზე ორსული ქეთა თოფურია, ხალათში ჩაცმულ ლევ დენგოვთან ერთად და ოჯახის ახალ წევრთან, ლეკვთან ერთად პოზირებს. ფოტოზე ერთ-ერთმა გამომწერმა ქეთას შეყვარებული ალფონსს შეადარა, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა.
თეონა კონტრიძემ კომენატრის ავტორს უპასუხა და ლევ დენგოვი სახალხოდ დაიცვა.
„და რა მნიშვნელობა აქვს კაცს თუ ქალს, როდესაც საუბარია უსამართლობაზე?! ეს ერთი და მეორე! ჩემი მეგობრის და ჩემი შვილის ნათლიისთვის თვალებს დავკორტნი ნებისმიერს, ქალს თუ კაცს. გასაგებია სიდოურია, და გურული!“- ასე უპასუხა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კონტრიძემ, რომელიც იმის გამო გააკრიტიკეს, რომ კაცი კაცისგან დაიცვა.